წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონისგამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 687 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2013

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად აუქციონისგამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებით, შპს „TV3”-ის განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის N7/400-13 25.09.2013 წ.; N6/5769-13 11.10.2013 წ.) საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14460±14 მჰც;

ბ) მიმართულება: თბილისის ტერიტორიიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე;

გ) დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის;

დ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

ე) გასხივების სიმძლავრე - 2 ვატი.

აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 25 ნოემბერი 13:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2013 წლის 25 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა კომისიის ორი წევრი (აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი) კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის N129 სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი  16:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“  კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი“

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV3“-ისთვის გაგზავნა   (მ.ნინუა).

3.       გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები