შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2013
შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ” (კომისიაში რეგისტრაციის №6/5853-13, 16.10.2013), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად ნაცვლად 24 საათისა - 6 საათის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა გამოწვეულია სარედაქციო პოლიტიკის რებრენდინგით და ასევე კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,4 მგჰც სიხშირეზე 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი;
კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №656/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1401-13, 28.10.12წ.) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 11 ნოემბერს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” დირექტორი მანანა ჯახუა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზია არ არის გაცემული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ანუ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა არ ყოფილა საკონკურსო პირობა; შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B58 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
