წვდომის მენიუ

სათემო რადიომაუწყებლობისათვის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ

ნომერი: 695 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2013

 

სათემო რადიომაუწყებლობისათვის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4  მუხლისა და 46-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,  კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, ასევე ანაწილებს სიხშირულ სპექტრს სათემო მაუწყებლობისათვის.

 საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის  2013 წლის 07 ოქტომბრის №612/22 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და ამ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალა სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირული სპექტრის განაწილების პროექტის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სათემო რადიომაუწყებლობისათვის გასანაწილებელი თავისუფალი რესურსი. 

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის №612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სათემო მაუწყებლობის რადიო სივრცეში დამატების სურვილი პროცენტულად საეთერო ციფრული სამაუწყებლო ზონების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: GEO250 – 29%; GEO252 – 12%; GEO253 – 46%; GEO255 – 36%; GEO256 – 40%; GEO257 – 51%; GEO258 – 7%; GEO259 – 24%; GEO261 – 39%.  სათემო რადიომაუწყებლობის თავისუფალი  რადიოსიხშირეები ზონების მიხედვით განისაზღვრა არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსის გათვალისწინებით და თითოეული ციფრული სამაუწყებლო ზონისათვის რადიოსიხშირეების რაოდენობის გამოთვლისას მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებლის უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტის, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის  2013 წლის 07 ოქტომბრის № 612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     დამტკიცდეს 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სათემო რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი ამ გადაწყვეტილების დანართ №1-ში  (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით.

2.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების და ამავე გადაწყვეტილების  პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

3.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6)  ერთი თვის ვადაში;   

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

5.     გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                    ა. სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                                                                                ი. მოსეშვილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

 2013  წლის 29 ნოემბრის    N 695-22    გადაწყვეტილების

          დანართი №1

87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სათემო რადიომაუწყებლობისათვის განაწილებუელი სიხშირეები.

ზონა

რეგიონი

ქალაქი

სიხშირე

1

GEO250

სამეგრელო ზემო სვანეთი

ზუგდიდი

98.4

2

GEO252

აჭარა

ბათუმი

90.5

3

GEO252

სამეგრელო ზემო სვანეთი

ფოთი

90.7

4

GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ამბროლაური

100.7

5

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ამბროლაური

101.1

6

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ამბროლაური

104.9

7

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ლენტეხი

100.6

8

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ლენტეხი

103.7

9

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ონი

103.5

10

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ონი

104.3

11

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ცაგერი

102

12

 GEO253

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ცაგერი

103.1

13

 GEO253

სამეგრელო ზემო სვანეთი

მესტია

104.5

14

 GEO253

სამეგრელო ზემო სვანეთი

მესტია

101.7

15

 GEO253

სამეგრელო ზემო სვანეთი

მესტია

102.3

16

 GEO253

სამეგრელო ზემო სვანეთი

ჩხოროწყუ

100.8

17

 GEO253

იმერეთი

საჩხერე

106.1

18

 GEO253

იმერეთი

ტყიბული

90.4

19

 GEO253

იმერეთი

ტყიბული

91.2

20

 GEO253

იმერეთი

ჭიათურა

102.9

21

 GEO253

გურია

ჩოხატაური

106.2

22

GEO255

სამცხე ჯავახეთი

ადიგენი

90.1

23

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ადიგენი

90.5

24

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ასპინძა

95.9

25

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ასპინძა

100.4

26

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ახალქალაქი

103.7

27

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ახალციხე

107.7

28

 GEO255

სამცხე ჯავახეთი

ნინოწმინდა

100.1

29

 GEO255

აჭარა

შუახევი

101.7

30

 GEO255

აჭარა

შუახევი

102.1

31

 GEO255

აჭარა

ხულო

101.2

32

 GEO255

აჭარა

ხულო

103.5

33

GEO256

სამცხე ჯავახეთი

ბორჯომი

90.3

34

 GEO256

სამცხე ჯავახეთი

ბორჯომი

90.7

35

 GEO256

მცხეთა მთიანეთი

გუდაური

105.3

36

 GEO256

მცხეთა მთიანეთი

გუდაური

105.7

37

GEO257

მცხეთა მთიანეთი

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

102.7

38

GEO257

მცხეთა მთიანეთი

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

103.1

39

GEO257

მცხეთა მთიანეთი

ფასანაური

100.1

40

GEO257

მცხეთა მთიანეთი

ფასანაური

102.1

41

GEO258

ქვემო ქართლი

წალკა

104.1

42

GEO259

მცხეთა მთიანეთი

თიანეთი

107.7

43

GEO261

კახეთი

ლაგოდეხი

90.5

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები