შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 99,9872% აქციების შპს “აქტივი 2008“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2013
შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 99,9872% აქციების შპს “აქტივი 2008“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
2013 წლის 18 ნოემბერს კომისიას №582 წერილით მიმართა სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6570-13), რომლის საფუძველზეც გაირკვა, რომ შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციების 4%-ის მფლობელ შპს “აქტივი 2008“-ს განზრახული აქვს საზოგადოების აქციონერთა წინაშე დააყენოს მოთხოვნა საზოგადოების კაპიტალის (დღეის მდგომარეობით საზოგადოების შევსებული კაპიტალი შეადგენს 4000 ლარს, განაღდებული აქციების რაოდენობა - 4000 ლარს) გაზრდის და შესაბამისად საზოგადოების დამატებითი აქციების გამოშვების შესახებ. აქედან გამომდინარე შპს “აქტივი 2008“ აპირებს შეავსოს სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კაპიტალის გაზრდილი ნაწილი, შეიტანოს საზოგადოებაში არაუმეტეს 29.996.000 (ოცდაცხრა მილიონ ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი და დამატებით გახდეს 99,9872 პროცენტამდე აქციების (29.996.000 ცალი აქცია) მესაკუთრე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
||
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. |
|||
ამავე დროს სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
B.1. ტელემაუწყებლობა
საერთო მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
„ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;“
ა.გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
ა.დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;“
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ა.ა. სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;
ა.ბ. სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
ა.გ. სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 9 დეკემბრამდე;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ 2013 წლის 18 ნოემბერის N582 და 2013 წლის 21 ნოემბრის N590/01 წერილებით კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;
- ინფორმაცია სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ.
- ინფორმაცია სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“აქციონერთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “აქტივი 2008“-ს მიერ აქციების შეძენის შემთხვევაში სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციების გადანაწილების შესახებ;
- სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერი;
- სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წესდება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შპს „აქტივი 2008“-ს წესდება;
- შპს “აქტივი 2008“-ს პარტნიორის გადაწყვეტილება.
წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციონერები არიან:
- ალექსანდრე ივანიშვილი - 62,8%;
- დავით კაპანაძე - 3,0%;
- ოლღა სვანიძე - 10,0%;
- დავით შველიძე - 3,0%
- ალექსანდ რონზჰესი - 17,2%;
- შპს “აქტივი 2008“ – 4,0%.
სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის №10/1602-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”, შპს „აქტივი 2008“-ის, შპს „აქტივი 2008“-ი წილის 100%-ის მფლობელ მალხაზ ლოლაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის №10/1601-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა:
- ქალაქ თბილისში - 9136 აბონენტი;
- ქალაქ რუსთავში - 703 აბონენტი;
- ქალაქ თელავში - 589 აბონენტი;
- ქალაქ მცხეთაში - 1287 აბონენტი;
შესაბამისად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხვედრითი წილი მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების მიხედვით შემდეგია:
- ქალაქ თბილისში - 5,9%;
- ქალაქ რუსთავში - 5,1%;
- ქალაქ თელავში - 37,1%;
- ქალაქ მცხეთაში - 85,5%;
სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა:
- ქალაქ თბილისში - 876.493 ლარი;
- ქალაქ რუსთავში - 67.425 ლარი;
- ქალაქ თელავში - 56.189 ლარი;
- ქალაქ მცხეთაში - 123.616 ლარი;
შესაბამისად, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ხვედრითი წილი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგია:
- ქალაქ თბილისში - 3,84%;
- ქალაქ რუსთავში - 5,73%;
- ქალაქ თელავში - 37,45%;
- ქალაქ მცხეთაში - 77,63%;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციების 99,9872%-ის შპს “აქტივი 2008“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციათა 99,9872%-ის შპს “აქტივი 2008“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”, სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” აქციათა 99,9872%-ის შპს „აქტივი 2008“-ის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგისათვის” ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
