საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 07 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №612/22, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-12 გვერდზე, მე-4 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,ხმათა უმრავლესობით“ ნაცვლად უნდა იყოს მითითებული სიტყვა ,,ერთხმად“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის №612/22 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-12 გვერდზე, მე-4 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,ხმათა უმრავლესობის“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები ,,ერთხმად“;
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
