წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №138 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 746 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №138 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №138 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–14 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №138 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №138 სხდომის

ქ. თბილისი                                                       2013  წლის 20 დეკემბერი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №138 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       შპს ”NAEIMI COMMERVIAL GROUP“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს ”ნიუ ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       ინდ. მეწარმე  ”კობა ლაგვილავასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       შპს ”გლობალ სელისთვის” მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

7.       შპს “INTERMEDIARY“-ის 100% წილის  ფიზიკურ პირ არჩილ კაპანაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

8.       შპს „პალიტრა TV“–ს საჩივრის განახილვის შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

9.       ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

10.    შპს "კავკასიის ციფრული ქსელის" 2013 წლის 13 დეკემბრის N6/7075-13 შუამდგომლობის განხილვის თაობაზე (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

11.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში  ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები