საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №140 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №140 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №140 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №140 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხი, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე;
2. კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №140 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№140 სხდომის
ქ. თბილისი 2013 წლის 27 დეკემბერი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №140 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვისდამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს “საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. სსიპ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. სს ”ფანდ ინვესთმენთისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირულისპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. შპს სასტუმრო ”ინტურისტ პალასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
9. შპს ”იუ-სი-ჯი ტრანსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს “ქართული კაზინოს ჯგუფისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
11. შპს ”ვიქტორია სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
12. შპს ”ორიონი-კოდი 365”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
13. ინდ. მეწარმე “ციცინო ასათიანისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
14. შპს ”მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მტავარი სპეციალისტი);
15. შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
16. შპს „Sputnik TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
