წვდომის მენიუ

შპს “საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 763 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2014

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2013

შპს “საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/602-12, 19.11.12) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დიაპაზონში  ცამეტი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის, რადიოსარელეო ხაზების ფუქციონირებისთვის, აგრეთვე მეტეოროლოგიური ფრენების უზრუნველსაყოფად რადიოლოკატორის ფუნქციონირებისთვის   და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”საქაერონავიგაციის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციას“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (6500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   მიეცეს შპს ”საქაერონავიგაციას”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 661  ნებართვა და მიენიჭოს  სიხშირეები დანართში (თან ერთვის)  მითითებული პარამეტრების მიხედვით, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    შპს ”საქაერონავიგაციის”  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.    აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის”  ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.    დაევალოს შპს ”საქაერონავიგაციას”  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                                       ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                                                                2013 წლის 27  დეკემბრის  N               გადაწყვეტილების

                                                                                                                                   

                                                                                                                                    დანართი

სამუშაო სიხშირეები

1. დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში,  თითოეული სიხშირის ზოლის სიგანე - 25 კჰც

                                                      საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე

440.150 მჰც;       441.025 მჰც;        441.500  მჰც;   441.625 მჰც;       446.125 მჰც;        446.850 მჰც;

2.  რადიოლოკატორის  ფუნქციონირებისთვის:

9595 მჰც ± 2 მჰც    სიხშირე   ქ. თბილისის აეროპორტში, 

იმპულსური სიმძლავრით 160 კვტ÷350 კვტ

  №

სადგურების განლაგების ადგილი

მიმართულება

გამოყენებული   სიხშირეები (მჰც)

ზოლის სიგანე      (მჰც)

1

ქ. თბილისი

რადიოლოკატოორი - -აეროპორტი

12934.75მჰც±14მჰც და 13200.75მჰც±14მჰც

28 მჰც

რადიოლოკატოორი - -აეროპორტი

     12948.75მჰც±14მჰც და 13214.75მჰც ±14მჰც

28 მჰც

რადიოლოკატოორი - - მაგთის ოფისი

12962.75მჰც±14მჰც და 13228.75მჰც ±14მჰც

28 მჰც

2

ქ. სენაკი

აეროპორტი-

-  სატელევიზიო ანძა

     12934.75მჰც±14მჰც და 13200.75მჰც±14მჰც

28 მჰც

აეროპორტი-

-  სატელევიზიო ანძა

     12948.75მჰც±14მჰც და 13214.75მჰც ±14მჰც

28 მჰც

3

ქ. ბათუმი

აეროპორტი -

- მაგთის  ანძა

     12948.75მჰც±14მჰც და 13214.75მჰც ±14მჰც

28 მჰც

   3. რადიოსარელეო სადგურების  ფუნქციონირებისთვის:

  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები