საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:
ა) ივანე მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მარიამ აროშიძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ) ზურაბ კვირკველია - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
დ) თამარ ჯოგიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ე) ვერა შუღლიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ვ) კონსტანტინე ქორიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ზ) იოსებ ბაღაშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;
თ) ნინო ჩიქოვანი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ი) ციალა უჯმაჯურიძე - ადმინიტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
კ) ნიკოლოზ კონდოლელი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი;
ლ) გივი ქართველიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი;
მ) კახაბერ მამისეიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი;
ნ) გიორგი გოგიაშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ო) დავით ქუთათელაძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
პ) იოსებ აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
3. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება; შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;
4. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება; ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;
5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 01 იანვრამდე;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 01 იანვრიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ (ი. ხარებავა), მაუწყებლობის რეგულირების (ი. მახარაძე), რადიოსიხშირეთა მართვის (ს. შავგულიძე), საფინანსო (ი. აბულაძე) და კონკურენციის ხელშეწყობის (ე. ასანიძე) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
