საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №15 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–2 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 ივლისის № 490/7 გადაწყვეტილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე) განხილვა კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის სხდომაზე;
2. კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №15 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
