შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №20/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 7,142.56 (შვიდი ათას ას ორმოცდაორი და 56) ლარის 30%-ს - 2142.77 (ორი ათას ას ორმოცდაორი და 77) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 681.00 (ექვსასოთხმოცდაერთი და 00) ლარი ანუ 1461.77 (ერთი ათას ოთხასსამოცდაერთი და 77) ლარის გადახდის ვალდებულება 2013 წლის 14 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მიერ 2013 წლის 5 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 1461.77 (ერთი ათას ოთხასსამოცდაერთი და 77) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილი კომისიაში რეგისტრაციის №6/663-13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 15117 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 15324 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6854 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 2 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 თებერვლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ე.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი და 79) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა - N200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი -TRESGE22;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი და 79) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
416.65 ლარი - 2013 წლის 15 მარტამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 აპრილამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 მაისამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივნისამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივლისამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 აგვისტომდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 სექტემბრამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 ნოემბრამდე;
416.65 ლარი - 2013 წლის 15 დეკემბრამდე;
416.65 ლარი - 2014 წლის 15 იანვრამდე;
416.64 ლარი - 2014 წლის 15 თებერვლამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა დ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
