წვდომის მენიუ

„კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 97 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ტყემალაძის სატელეფონო მიწვევის შესაბამისად, 2013 წლის 21 თებერვალს, 13:00 საათზე კომისია, 4 წევრის შემადგენლობით მიემგზავრება ქ.ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათზე კომისიაში, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დანიშნულია ზეპირი მოსმენები კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებსა და დაბებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით.  

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასწრების გამო, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებით, კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებული ზეპირი მოსმენების სხდომა 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათზე, შესაბამისად, იმისთვის, რომ არ შეიქმნას შეფერხება კონკურსების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენს კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერ ინტერესზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების განხორციელება კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენების გადადება 2013 წლის 21 თებერვალს 18:30 საათზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, 2013 წლის 19 თებერვალს 18:00 საათზე, კომისიის 2 წევრის ი.მოსეშვილისა და კ.კვიტაიშვილის ინიციატივით მოწვეულ იქნა კომისიის სხდომა.  ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების განხორციელებისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზეპირი მოსმენების სხდომის 2013 წლის 21 თებერვლის 18:30 საათზე დანიშვნის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებებლი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 24-ე, 32-ე, მე-40, 47-ე, 55-ე, 71-ე, 78-ე, 102-ე, 110-ე, 118-ე, 134-ე, 142-ე პუნქტებში მითითებული ზეპირი მოსმენის სხდომების დაწყებისთვის განსაზღვრული 13:00 საათი შეიცალოს 18:30 საათით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებს: შპს ”ფოლკ რადიოს”, შპს ”სტერეო+”-ს, შპს ”რადიოცენტრი პლუსს”, შპს ”ქართულ რადიოს” და ააიპ მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე (მ. ქადეიშვილი);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფოლკ რადიოს”, შპს ”სტერეო+”-ს, შპს ”რადიოცენტრი პლუსს”, შპს ”ქართულ რადიოს” და ააიპ მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე);

გ) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) (ნ.ჯანელიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                                კომისიის წევრი                                                                კ.კვიტაიშვილი

                                კომისიის წევრი                                                                ა.სიხარულიძე

                                კომისიის წევრი                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები