საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის №18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის №18 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–12 საკითხის (სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ) განხილვა 2013 წლის 01 მარტის კომისიის სხდომაზე დამატებითი შესწავლის მიზნით, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე;
2. კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის №18 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს (ორი) საკითხი:
ა) შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);
ბ) შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი).
3. კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის №18 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
