შპს „TV3”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი იანვარი 06, 2014
შპს „TV3”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 2 დეკემბრის N700/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „TV3”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს „TV3“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,014.08 (ორი ათას თოთხმეტი და 08) ლარის 30%-ს - 604.22 (ექვსასოთხი და 22) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 191.80 (ასოთხმოცდათერთმეტი და 80) ლარი ანუ 412.42 (ოთხასთორმეტი და 42) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წლის 2 იანვრამდე გადახდის ვალდებულება.
კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „TV3”-ის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 412.42 (ოთხასთორმეტი და 42) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N6/7445-13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „TV3”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F95 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14460±14 მჰც; მიმართულება: თბილისის ტერიტორიიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 2 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 6 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის 1,409.86 (ერთი ათას ოთხასცხრა და 86) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა - N200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 თებერვლამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 მარტამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 აპრილამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 მაისამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 ივნისამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 ივლისამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 აგვისტომდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 სექტემბრამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 ოქტომბრამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 ნოემბრამდე;
117.49 ლარი - 2014 წლის 6 დეკემბრამდე;
117.47 ლარი - 2015 წლის 6 იანვრამდე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV3“-ისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (მ.ნინუა).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „TV3“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველ პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 პუნქტის შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის აკაკი სიხარულიძე
მოვალეობის შემსრულებელი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
