საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებით, შპს „სტუდია მაესტროს” განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის N7/505-13 29.11.2013 წ.; N7/02-14 08.01.2014 წ.) საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირული სპექტრი: 4648მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 1 ვატი.
ბ) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „სტუდია მაესტროს“ სათაო სადგურამდე (ბელიაშვილის ქ. №8) სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსიხშირული სპექტრი 14272მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 4.884.48 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი და 48) ლარით, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 6 თებერვალი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2014 წლის 27 თებერვალი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 245.00 (ორასორმოცდახუთი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული აუქციონის ბიჯის „245.00 (ორასორმოცდახუთი)” ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „244.00 (ორასორმოცდაოთხი)“ ლარი, ვინაიდან რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის 5% დამრგვალებული მთელ რიცხვამდე შეადგენს 244.00 (ორასორმოცდაოთხი) ლარს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს „სტუდია მაესტრომ”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სტუდია მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ელოშვილი, რომელსაც კომისიის სხდომაზე განემარტა კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის თაობაზე. ნინო ელოშვილი კომისიის სხდომაზე დაეთანხმა ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხს.
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს “სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნინო ელოშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 4.884,48 (ოთხი ათას რვაას ოთხოცდაოთხი და 48) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 244.00 (ორასორმოცდაოთხი) ლარის საერთო ოდენობის - 5.128,48 (ხუთი ათას ასოცდარვა და 48) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული „245 (ორასორმოცდახუთი)“ ლარი შეიცვალოს „244.00 (ორასორმოცდაოთხი)“ ლარით;
2. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სტუდია მაესტრო“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 5,128.48 (ხუთი ათას ასოცდარვა და 48) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს „სტუდია მაესტრომ“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 1.538.54 (ერთი ათას ხუთას ოცდათვრამეტი და 54) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 488.44 (ოთხასოთხმოცდარვა და 44) ლარი ანუ 1.050.10 (ერთი ათას ორმოცდაათი და 10) ლარის გადახდა 2014 წლის 27 მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 3.589.94 (სამი ათას ხუთასოთხმოცდაცხრა და 94) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტრო“–სთვის ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის აკაკი სიხარულიძე
მოვალეობის შემსრულებელი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
