წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 105 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №14 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ;

ბ) შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ;

გ) შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. თელავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ;

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №14 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№14 სხდომის

ქ. თბილისი                                                                                2014  წლის 27 თებერვალი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

3.       შპს ”ჰელიქსირისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

4.       შპს ”სამგორი+”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

5.       ინდ. მეწარმე ”ლევან ხორგუაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

6.       ინდ. მეწარმე ”ლაშა ძიძიგურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

7.       სს ”სილქნეტისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

8.       შპს „სუპერ ტვ“–ის განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

9.        შპს „სკაინეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

10.    შპს „ტელეარხი 25“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

11.    შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

12.    შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

13.    შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ქ. თელავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

14.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის№144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები