წვდომის მენიუ

შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 11 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2014

მიღების თარიღი იანვარი 09, 2014

 

შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მზერა ტივიმ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/532-13, 19.12.2013წ.) კერძო მაუწყებლობის          №B135 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიამ ვერ უზრუნველყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და შესაბამისად ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”მზერა ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B135 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 3 იანვრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის              ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის №B135 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მზერა ტივის” კერძო მაუწყებლობის № B135 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №02/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 6 თებერვალს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მზერა ტივისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები