წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“–ის განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 112 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2014

შპს „სუპერ ტვ“–ის განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 იანვარს შპს „სუპერ ტვ“–მ გაცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/98–14/ 14.01.2014) მიმართა კომისიას მოთხოვნით, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

2014 წლის 21 იანვარს შპს „სუპერ–ტვ“–მ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და №17 (კომისიაში რეგისტრაციის №6/378–14)  განცხადებით კომისიას მიმართა თხოვნით, კომისიის 4.3 და 4.4 ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, რომლებიც ტრანზიტულ მომსახურებას ეხება, პაკეტების ჭრილში კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

კომისია განმარტავს, რომ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა, შესაბამისად უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ წარმოადგენს ესა თუ ის ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას. სწორედ კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთების განხილვისა და გაანალიზების შემდეგ შეუძლია კომისიას მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 24 იანვარს კომისიამ №05/137–14 წერილით მიმართა შპს „სუპერ ტვ“–ს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად მოსთხოვა  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის საჭიროების შესახებ დასაბუთების 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“–მ ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარმოადგინა შესაბამისი დასაბუთება მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       განუხილველად დარჩეს შპს „სუპერ ტვ“–ს განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის №6/98–14/ თარიღი 14.01.2014 და №6/378–14/ თარიღი 21.01.14) ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მოთხოვნის შესახებ;

2.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ.სხირტლაძე).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                 აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                          კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები