წვდომის მენიუ

შპს „სკაინეტისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი:404415343) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 113 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2014

 

შპს „სკაინეტისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი:404415343)  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

           ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2014 წლის 13 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 თებერვლის N10/220-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის 23 იანვრის  შპს „სკაინეტის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N16  თანდართული მასალებით (1 CD,  შპს „სკაინეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს და 2014 წლის 23 იანვარს კომისიაში შემოსულია შპს „ინტეგრალის“ განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7361-13; N6/452-14), რომლებითაც კომპანია აცხადებს, რომ შპს „სკაინეტი“ ვებ-გვერდის  www.adjaranet.com-ის  საშუალებით ახორციელებს სამაუწყებლო არხების „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол 2“ და „НТВ+ Спорт Плюс“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას.  ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 23 იანვარს განხორციელდა შპს ,,სკაინეტის“ შემოწმება, კომპანიის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესწავლის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №16.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სკაინეტი“ ვებ–გვერდის www.adjaranet.com-ის საშუალებით ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“,„НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, „Fox Sports“, „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“ „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“, „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 იანვრის წერილით N04/141–14 კომისიამ მიმართა შპს „სკაინეტს“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში  წარმოედგინა იმ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა რეტრანსლირებაც ხორციელდება ვებ–გვერდზე www.adjaranet.com.  შპს „სკაინეტმა“ ზემოაღნიშნული დოკუმეტნაცია კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის 30 იანვარს, რისი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შპს „სკაინეტს“ 2014 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით არ გააჩნდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“,„НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, „Fox Sports“, „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“ „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“, „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“.

2014 წლის 30 იანვარს  შპს „სკაინეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია Conticorp Limited–თან 2013 წლის 5 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება რეტრანსლაციის მომსახურების გაწევის შესახებ, თანდართული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლებით, სამომხმარებლო შეთანხმების და შპს „სკაინეტის“ მომხმარებელთან შეთანხმების ასლებით (კომისიაში რეგისტრაციის: 30.01.2014; N6/551-14), საიდანაც ირკვევა, რომ  შპს „სკაინეტის“ დავალებით,  Conticorp Limited–ი უზრუნველყოფს ინტერნეტ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ის მეშვეობით, შპს „სკაინეტისთვის“ ტექნიკური საშუალებების გამოყოფას,  რის შედეგადაც Conticorp Limited–ის საშუალებებით ხდება შპს „სკაინეტის“ მიერ მხოლოდ ექვსი ქართული არხის რეტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფა, რომლებზეც შპს „სკაინეტს“ თავის მხრივ მოპოვებული აქვს შესაბამისი ნებართვები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „სკაინეტს“  მოპოვებული აქვს ნებართვა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“ (კომისიაში რეგისტრაციის:  N6/551-14; 30.01.2014 შპს „სკაინეტის“ წერილი).  შპს „სკაინეტის“ მიერ წარმოდგენილი სამომხმარებლო შეთანხმებიდან, ირკვევა, რომ ვებ-გვერდი www.adjaranet.com-ის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს არარეზიდენტი კომპანია  CONTICORP LIMITED-ი, რომელიც უზრუნველყოფს ვებ-გვერდზე განთავსებული პაკეტების შესაბამისად, სატელევიზიო არხების მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებას ინტერნეტ-ქსელში,    ვებ-გვერდზე, მისამართით www.adjaranet.com, ხოლო შპს „სკაინეტის“ მომხმარებელთან შეთანხმების პირველი პუნქტიდან ირკვევა, რომ შპს „სკაინეტი“ მომხმარებელს მიაწვდის მომსახურებას იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ინტენეტის ქსელში, ვებ-გვერდზე, მისამართით www.adjaranet.com:

·         პირველი არხი;

·         მეორე არხი;

·         რუსთავი 2;

·         მაესტრო;

·         იმედი;

·         GDS.

 შესაბამისად, შპს „სკაინეტი“ პასუხისმგებელია მხოლოდ ქართული არხების მართლზომიერ ტრანზიტზე, რადგან შპს „სკაინეტის“ მიერ კომპანია CONTICORP LIMITED-თან შეთანხმების საფუძველზე www.adjaranet.com-ზე  ხორციელდება მარტო 6 ქართული არხის რეტრანსლირება. ამავე საიტზე განთავსებული უცხოური არხების რეტრანსლირება კი  ხორციელდება    CONTICORP LIMITED-ის მიერ.                                                                                                              

კომისია  აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორამციის მოსაპოვებლად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიმართა შპს „სკაინეტს“  მოეწოდებინა ინფორმაცია, ეკუთვნოდა თუ არა შპს „სკაინეტს“ IP მისამართი: 5.10.38.10 (N01/296-14; 10.02.2014). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა, აგრეთვე,  მიმართა კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, მოეწოდებინა დეტალური (ტექნიკური) ინფორმაცია ვებ-გვერდ www.adjaranet.com-თან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის: N10/199-14; 05.02.2014).               

2014 წლის 13 თებერვალს შპს „სკაინეტმა“ კომისიაში წარმოადგინა N6/768-14 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ IP მისამართი (5.10.38.10) ნამდვილად შპს „სკაინეტის“ საკუთრება და დროებით მფლობელობაში აქვს გადაცემული კომპანია  CONTICORP LIMITED-ს სერვისის სახით.                                                                                                                                                                                             კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის  2014 წლის 17 თებერვლის N10/268-14 და N10/261-14 სამსახურებრივი ბარათების  საფუძველზე ირკვევა, რომ              ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე განთავსებული ქართული და უცხოური არხების რეტრანსლირება ხდება ერთი და იგივე IP მისამართიდან (5.10.38.8), რომელიც რეგისტრირებულია შპს „სკაინეტზე“, ხოლო www.adjaranet.com პასუხობს შემდეგ IP მისამართს: 5.10.38.10, რომლის მფლობელიც, ასევე შპს „სკაინეტია“ (აღნიშნულის დამადასტურებელია გლობალური ქსელის საერთაშორისო კონსორციუმის ოფიციალური საიტი  www. ripe. net).       

  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული  სამსახურებრივი ბარათები  აბათილებს მტკიცებულებას, რომ შპს „სკაინეტი“ ახდენს მხოლოს 6 ქართლი არხის ტრანზიტს, ხოლო სხვა დანარჩენი უცხოური არხების ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს არარეზიდენტი კომპანია  CONTICORP LIMITED-ის მიერ, რადგან ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე განთავსებული ქართული და უცხოური არხების რეტრანსლირება ხორციელდება ერთი და იგივე IP მისამართიდან, ერთი სუბიექტის მიერ, ხოლო აღნიშნული IP მისამართის მესაკუთრე შპს „სკაინეტია“ და არა CONTICORP LIMITED.           შპს „სკაინეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების  და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე  ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება შპს „სკაინეტის“ მიერ არამართლზომიერად, გარდა ქართული არხებისა, რომლებზეც შპს „სკაინეტმა“ წარმოადგინა რეტრანსლაციის ნებართვები.  

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10.02.2014 N10/220-14) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 17 თებერვალს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაინეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2014 წლის 27 თებერვალს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე  შპს ,,სკაინეტს“  ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040009024133) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის სხოდმაზე გამოცხადა შპს „სკაინეტის“  იურისტი დავით ვადაჭკორია, რომელმაც სხდომის დაწყების წინ წარმოადგინა ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის: 27.02.2014; 6/1158-14) და განაცხადა, რომ ვებ-გვერდის www.adjaranet.com - ის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს არარეზიდენტი კომპანია  CONTICORP LIMITED-ი, რის შესახებაც აღნიშნულია ვებ-გვერდის მთავარ გვერდის ქვედა ბოლოში განთავსებულ „სამომხმარებლო შეთანხმებაში“. მისი განმარტებით,     შპს „სკაინეტსა“ და კომპანია CONTICORP LIMITED - ს შორის არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მხარეთა შორის, 2013 წლის 5 მარტს, გაფორმებულია ხელშეკრულება „ჰოსტინგის მომსახურებაზე“(თან ერთვის ახსნა-განმარტებას), რომლის 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, შპს „სკაინეტი“                („შემსრულებელი“) CONTICORP LIMITED - ს („დამკვეთი“)  უწევს ჰოსტინგის მომსახურებას და ამ მიზნით დამკვეთს  გადასცემს  1 Unit მოცულობის სერვერს და ჰოსტინგის ფართს.

              მხარეთა შორის, ასევე - 2013 წლის 5 მარტს, გაფორმებულია ხელშეკრულება რეტრანსლაციის მომსახურების გაწევის შესახებ (თან ერთვის ახნსა-განმარტებას), რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ (CONTICORP LIMITED) უზრუნველყოფს ინტერნეტ ვებ-გვერდ  www.adjaranet.com მეშვეობით „დამკვეთისათვის“ (შპს „სკაინეტი“) ტექნიკური საშუალებების გამოყოფას, რის შედეგადაც „შემსრულებლის“ საშუალებებით მოხდება მხოლოდ იმ სატელევიზიო არხების რეტრანსლაცია, რომლებზეც დამკვეთს მოპოვებული აქვს ამგვარი ქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი ვალდებულია, თავის მთავარ გვერდზე გამოყოს ადგილი დამკვეთისათვის, სადაც განთავსდება დამკვეთსა და აბონენტებს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

შპს „სკაინეტის“ იურისტის დავით ვადაჭკორიას აზრით, ზემოაღნიშნული და წარმოდგენილი მტკიცებულებები  ნათელჰყოფს იმ გარემოებას, რომ შპს „სკიანეტი“ არ წარმოადგენს  ვებ-გვერდ www.adjaranet.com -ის არც მესაკუთრეს, არც ადმინისტრატორს და მისი უფლებები ამ გვერდის მიმართ შეზღუდულია სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, კერძოდ, ვებ-გვერდის მეშვეობით უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სატელევიზიო არხების რეტრანსლაცია, რომლებზეც შპს „სკაინეტს“ მოპოვებული აქვს ამგვარი ქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილება კი შპს „სკაინეტს“ აქვს მხოლოდ რამოდენიმე ქართულ არხებზე, შესაბამისი დოკუმენტები კი წარმოდგენილია.

დავით ვადაჭკორია დამატებით განმარტავს, რომ მის მიერ მითითებული არგუმენტის მტკიცებულებას, წარმოადგენს ვებ-გვერდზე მთავარი გვერდის ქვედა ბოლოში განთავსებული „სამომხმარებლო შეთანხმება“ - შპს „სკაინეტის“-ის შეთანხმება მომხმარებლებთან, სადაც პირველ პუნქტში განცხადებულია,  რომ შპს „სკაინეტი“ მომხმარებელს მიაწვდის მომსახურებას იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში, ვებ-გვერდზე  www.adjaranet.com  ესენია: „პირველი არხი“, „მეორე არხი“, „იმედი“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „GDS“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავით ვადაჭკორიას  მიაჩნია, რომ  არ უნდა განხორციელდეს შპს „სკაინეტის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.        კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 თებერვლის   N10/220-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 23 იანვრის შემოწმების აქტი N16;

3.       შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4.       2013 წლის 24 დეკემბრის  შპს  „ინტეგრალის“ წერილი,  კომისიაში  რეგისტრაციის  N6/7361-13 - 1 ფურც. 1 ეგზ;

5.       2014 წლის 23 იანვრის შპს „ინტეგრალის“ წერილი,  კომისიაში რეგისტრაციის N6/452-14 - 4 ფურც. 1 ეგზ;

6.       კომისიის 2014 წლის 24 იანვრის  N04/141-14 წერილი და ამ წერილის შპს „სკაინეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.       კომისიის 2014 წლის 10 თებერვლის N01/296-14 წერილი და ამ წერილის შპს „სკაინეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.       შპს „სკაინეტის“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

9.       შპს „სკაინეტის“ 2014 წლის 13 თებერვლის N6/768-14 წერილი;

10.    შპს „სკაინეტსა“ და კომპანია CONTICORD LIMITED შორის 2013 წლის 5 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, თანდართული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი  დოკუმენტაციის ასლებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/551-14; 30.01.2014);

11.    შპს „სკაინეტის“ მიერ 2014 წლის 27 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის N6/1158-14; 27.02.2014) თანდართული: 5.03.2013 წლის  „ჰოსტინგის მომსახურების გაწევის“ ხელშეკრულება გაფორმებული შპს „სკინეტსა“ და კომპანია CONTICORD LIMITED შორის;  5.03.2013 წლის „რეტრანსლაციის მომსახურების გაწევის“ ხელშეკრულება გაფორმებული შპს „სკაინეტსა და კომპანია CONTICORD LIMITED შორის; შპს „სკაინეტის“ შეთანხმება მომხმარებლებთან; სამომხმარებლო შეთანხმება;

12.    შპს „სკაინეტის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

13.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 17 თებერვლის  სამსახურებრივი ბარათები: N10/268-14;  N10/261-14- 8 ფურც. 1 ეგზ;

14.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 18 თებერვლის N10/276-14  სამსახურებრივი ბარათი;

15.    შპს „სკაინეტისათვის“ 2014 წლის 18 თებერვალს გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040009024133);

16.    კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „სკაინეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

17.    შპს „სკაინეტის“ იურისტის დავით ვადაჭკორიას კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის სხდომაზე  მიცემული   ახსნა-განმარტება;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს „სკაინეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 08.02.2012, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოვებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსასურება და სხვა);

2.       2014 წლის 23  იანვარს, 12:20  საათზე განხორციელდა შპს „სკაინეტის“  შემოწმება ქ. თბილიში, მისამართზე: ქ. თბილისი 0144, ქ. წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ივანე მახარაძე, კონსტანტინე ქორიძე).  აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N16. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ივანე მახარაძე და კონსტანტინე ქორიძე;

3.       შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  ვებ-გვერდი  www.adjaranet.com მეშევეობით, IP მისამართიდან 5.10.38.8 ხორციელდებოდა  შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“, „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“ „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“, „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“;

4.       შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაირკვა, რომ ყველა სამაუწყებლო არხის ტრანსლაცია ხდება ერთი და იგივე IP მისამართიდან (5.10.38.8), რომელიც ეკუთვნის შპს „სკაინეტს“, ამდენად არ დასტურდება, შპს „სკაინეტის“ პოზიციის ნამდვილობა, რომლის მიხედვითაც ის ახდენდა, მხოლოდ 6 ქართული  არხის ტრანზიტს, დანარჩენს კი საქართველოს არარეზიდენტი  პირი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ასე იქნებოდა შპს „სკაინეტი“, რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თ) და ჰ11) ქვეპუნქტების შესაბამისად, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელია (ჰოსტინგ-პროვაიდერი), ამავე რეგლამენტის 101 მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო განეკავშირებინა/გაეუქმებინა კომპანია CONTICORD LIMITED-ი, დაუშვებელ პროდუქციის ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე განთავსების გამო.

5.       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას დადგენილ ფაქტად მიაჩნია, რომ 2014 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით,  შპს „სკაინეტი“ ახდენდა შედეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“,  „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“ „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“, „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“;            

6.       შემოწმების სისწორე დადასტურდა 2014 წლის 23 იანვრის  N16 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვაილისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

7.       კომისიის  2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილით, რომლებიც შპს „სკაინეტს“ ჩაბარდა, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, მას დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან სამომხმარებლო პაკეტში დამატების შეტანამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსებული და საკაბელო ქსელით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

8.       ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (27.02.2014) შპს „სკაინეტს“ მოპოვებული და კომისიაში წამოდგენილი აქვს სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი  მაუწყებელი  II  არხი“,  „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“,  „მაესტრო“,  „GDS”;    

9.       შპს „სკაინეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1.                    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.                   „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.                   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.                   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

5.                   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან; 

6.                   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.                   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

8.                   „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2) ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრაზუმციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კონონმდებლის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;

9.                   „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ11) ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტ–მომსახურება არის ფართოზოლოვანი მომსახურება, ვებ–ჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა, დარეკვის მეშვეობით ინტერნეტ დაკავშირება (dialup), გამოყოფილი ხაზი და სხვა;

10.                „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის მე-101 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას.

11.                „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის მე-102 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტ-გვერდის მფლობელი ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;

12.                 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ„ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფთხილოს;

საქმის მასალებისა და კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების მიერ ჩატარებული მოკვლევისა და დასკვნების საფუძველზე, ირკვევა, რომ ვებ-გვერდ www.adjaranet.com -ზე ქართული და უცხოური არხების რეტრანსლირება  ხდება ერთი და იგივე IP მისამართდან (5.10.38.8),  რომელიც  რეგისტრირებულია   არა     CONTICORD LIMITED - ზე, არამედ შპს „სკაინეტზე“,  რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირია მაუწყებლობის ტრანზიტზე;  შესაბამისად, შპს „სკაინეტს“ ქართულ არხების გარდა, სხვა უცხოური არხების ტრანზიტულ  მომსახურებაზე უნდა წარმოედგინა შესაბამისი ხელშეკრულებები.

    კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების:  „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“,  „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“, „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“,  „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“,  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „სკაინეტის“ მიერ დარღვეულია „ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ასევე, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის         მე-11bis მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია გაფრთხილების სახით.   

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სკაინეტს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“,  „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“, „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“,  „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“  არამართლზომიერი ტრანზიტი.                

      ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მხულსების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე,   44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1.       შპს „სკაინეტს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ”  ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.        უზრუნველყოს შპს „სკაინეტმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол  2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“,  „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“, „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“,  „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“   არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაინეტისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სკაინეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სკაინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სკაინეტისათვის“  ჩაბარების დღიდან;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                                                 მოვალეობის შემსრულებელი                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   კ. ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები