საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2014
მიღების თარიღი იანვარი 15, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№03 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 15 იანვარი, 13:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
2. შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს „საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
