წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 128 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2014

მიღების თარიღი მარტი 14, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 14 მარტის №16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 14 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№16 სხდომის

ქ. თბილისი                                                2014  წლის 14 მარტი, 18:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       სს  ”RMG Copper”-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       უცხოური საწარმოს ფილიალი ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს  “ტრანსფორდისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       სს  ”სმარტ რითეილისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მარსინ დომზალსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ზვიად გელაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით გურეშიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან თხინვალელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

10.    შპს ,,სპექტრის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის  №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო ტელემაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ. გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

11.     შპს „ბლექ სი სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

12.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

13.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისმიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები