წვდომის მენიუ

შპს ,,სპექტრის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების

ნომერი: 137 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2014

მიღების თარიღი მარტი 14, 2014

 

შპს ,,სპექტრის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის  №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო ტელემაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის  N10/296-14 სამასახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ შპს „სპექტრი“  სამაუწყებლო სიგნალს ავრცელებს მხოლოდ ნინოწმინდას მე-8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე. შპს „სპექტრის“ კუთვნილი №B77 ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა გეოგრაფიულ ზონებში (ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, ასპინძა, წალკა) სატელევიზიო სიგნალის გავრცელება არ ფიქსირდება.

როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ნინოწმინდაში მე-8 სატელევიზიო არხზე ხორციელდება სამაუწყებლო არხ „Иллюзион+“–ის, ხოლო ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე  სამაუწყებლო არხ „РЕН ТВ“–ს  ტრანზიტი. ამავე დროს, შპს „სპექტრს“ კომისიის ერთიან სტატისტიკურ ბაზაში არ აქვს წარმოდგენილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 „სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 17 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის (N10/262–14)  შესაბამისად ირკვევა, რომ 2014 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.

ამასთანავე, შპს „სპექტრს“ 2014 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიიდან გამომდინარე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,991.76 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ  2013 წლის 21 აგვისტოს შპს „სპექტრს" გაეგზავნა წერილი (N04/1763–13) და ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია (მათ შორის უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე) კომპანიის მიერ მაუწყებლობის განხორციელების შესახებ. შპს „სპექტრს“ კომისიის აღნიშნულ წერილზე არანაირი რეაგირება არ განუხორციელებია. შპს „სპექტრის“ მიერ კომისიაში არ ხორციელდება არც ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადეების წარმოდგენა. შპს „სპექტრს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდგენია 2011 და 2012 წლების წლიური ანგარიშებიც.

ამასთანავე, კომისიაში 2013 წლის 10 იანვარს შემოსულია შპს „სპექტრის“ განცხადება (კომისიაში რეგისრტაციის N7/11–13) კუთვნილი №B77 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია კომისიას აცნობებდა, რომ ის ვერ ახერხებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, თუმცა 2013 წლის 21 იანვრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/409–13) შპს „სპექტრმა“ მოითხოვა ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვება.

ყოველივე ზემოაღიშნულის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სპექტრის“ მიერ, ნინოწმინდაში მე–8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე–12 სატელევიზიო არხზე ხდება მხოლოდ სამაუწყებლო არხების „Иллюзион+“–ის და „РЕН ТВ“–ს ტრანზიტი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სპექტრის“ მიერ მაუწყებლობა არ ხორციელდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სპექტრი“ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 და 2006 წლის 03 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს კერძო მაუწყებლობის საერთო №B77 ლიცენზიას.      

 მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრებია:

 

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სატელე-ვიზიო

 არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად. კმ.

1

6

ნინოწმინდის

ანძა

43E35; 41N16

35

8

0.02

5

2

6

ახალქალაქის ანძა

43E25; 41N21

60

12

0.02

5

3

6

ახალციხის

ანძა

42E57; 41N38

50

28

0.5

30

4

6

ბორჯომის

ანძა

43E22; 41N49

25

32

0.25

20

5

6

წალკის

ანძა

44E14; 41N38

45

29

0.25

20

6

6

ასპინძა

43E17; 41N33

30

23

0.25

15

7

6

აბასთუმნის

 ანძა

42E52; 41N55

30

34

0.25

15

 

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შესახებ შპს „სპექტრს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით მოწვეულ იქნა 2014 წლის 14 მარტის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება შპს „სპაქტრს“ ჩაბარდა 2014 წლის 12 მარტს (გზავნილის კოდი:040009185306), მისი წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 14 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო  ტელემაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  14 აპრილს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (ნ.ჯანელიძე);

ბ)  აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სპექტრისთვის“ გაგზავნა  (მ. ნინუა);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                      კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები