წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 139 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2014

მიღების თარიღი მარტი 14, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები და დამატება:

ა) № 2 დანართის მე-9 პუნქტს  დაემატოს 9.12  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.12. რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის ტექნიკოსი -1 – 750.00– 750.00“;

ბ) № 2 დანართის მე-11 პუნქტის  11.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.2. მთავარი სპეციალისტი - 3 – 30 – 90“;

გ) № 2 დანართის მე-11 პუნქტს  დაემატოს 11.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.3. აუდიტორი - 1 – 5,950.00 – 5,950.00“;

დ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 121-ით;

ე) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს – 26,275.00–ით;

ვ) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი განისაზღვროს - 52.600.00-ით.

2.       კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3.       გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 17 მარტიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები