საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2014
მიღების თარიღი მარტი 18, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 18 მარტის №17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 18 მარტის №17 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
- შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B46 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ(მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2014 წლის 18 მარტის №17 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№17 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 18 მარტი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთსვი 2“–ის კერძო მაუწყებლობის NB103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B46 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ(მომხს. მ. ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
