შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014
მიღების თარიღი მარტი 18, 2014
შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/401-13, 16.01.2014წ.) მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას 2014 წლის 19 მარტამდე, კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2, 2005 წლის 21 იანვრის №41/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე - კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;
გ.ბ) მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით;
გ.გ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 18 საათი;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1364-14 13.03.14).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამასახურებრივი ბარათი №10/429-14, 18.03.14 წ.), რომელმაც შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის 2015 წლის 17 ივნისამდე გაგრძელებისთვის შეადგინა –7,235.81 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 18 მარტის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე, რომელმაც დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას 2014 წლის 19 მარტიდან 2015 წლის 17 ივნისამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე - კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;
გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 18 საათი;
3. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;.
4. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 7,235.81 (შვიდი ათას ორასოცდათხუთმეტი და 81) ლარს.
5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის –7,235.81 (შვიდი ათას ორასოცდათხუთმეტი და 81) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 აპრილამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 მაისამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 ივნისამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 ივლისამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 აგვისტომდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 სექტემბრამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 ოქტომბრამდე;
603.00 ლარი – 2014 წლის 19 ნოემბრამდე;
603.00 ლარი - 2014 წლის 19 დეკემბრამდე;
603.00 ლარი – 2015 წლის 19 იანვრამდე;
603.00 ლარი – 2015 წლის 19 თებერვლამდე;
602.81 ლარი – 2015 წლის 19 მარტამდე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის გაგზავნა (მ. ნინუა).
7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
