წვდომის მენიუ

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 156 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2014

მიღების თარიღი მარტი 20, 2014

 

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის N2094-IIს, სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017345) და საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექში“ ცვლილების შეტანის შესახებ (დოკუმენტის N2093-IIს, სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016103) რომლებიც ძალაში შევიდა 2014 წლის 14 მარტს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიცვალა წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამისი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესში“, კომისიის აღნიშნული დადგენილების საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016021  ვებგვერდი, 15.08.2012) ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 22 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                კომისიის თავმჯდომარის

                მოვალეობის შემსრულებელი                                                    აკაკი სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

                კომისიის წევრი                                                                                                კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები