საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი იანვარი 16, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 16 იანვრის №04 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 16 იანვრის №04 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№04 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 16 იანვარი, 13:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
2. შვეიცარიის საელჩოსთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს ”ჯიფაუერისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. შპს ”ელ ეი ემ შიფინგ ეჯენსიზ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
7. შპს ”ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
8. შპს ”ტაქსიკომისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
9. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ. ლორთქიფანიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალსიტი);
10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალსიტი);
11. შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
12. შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
13. შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
