შპს “იბერია TV”-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014
მიღების თარიღი მარტი 27, 2014
შპს “იბერია TV”-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით
რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “იბერია TV”-იმ კომისიას მიმართა განცხადებით №05-02/2014,11.0214 (რეგისტრაციის № 7/51-14,11.02.14) ქ.თბილისში, სტუდიიდან (ჩუბინაშვილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, შპს “იბერია TV” ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას №B106 სპეციალიზირებულ ტელემაუწყებლობაზე (მოქმედების ვადა 29.07.2023) და ქ.თბილისში, მე-2 სატელევიზიო არხზე ახორციელებს სპეციალიზირებულ ტელემაუწყებლობას 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს შპს “იბერია TV”-ის რადიოსიხშირე ესაჭიროება, ქ.თბილისში, სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო ხაზით ტელემაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, აღნიშნული კი ემსახურება შპს “იბერია TV”-ის №B106 სამაუწყებლო ლიცენზიის პირობების შესრულების უზრუნველყოფას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იბერია TV”-სთვის, ქ.თბილისში, სტუდიიდან (ჩუბინაშვილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა რადიოსიხშირე 5692მჰც±14მჰც. თანხმობა აღნიშნული სიხშირის გამოყენებაზე, შპს “იბერია TV”-იმ კომისიას აცნობა 27 თებერვალს წერილით №06 (რეგისტრაციის № 6/1175-14, 28.02.14).
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირე გათვალისწინებულია, ქ.თბილისში მდებარე შპს “იბერია TV”-ის სტუდიიდან (ჩუბინაშვილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების უზრუნველსაყოფად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “იბერია TV”-ის რადიოსიხშირე 5692მჰც±14მჰც ქ.თბილისში, სტუდიიდან (ჩუბინაშვილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, კუთვნილი კერძო მაუწყებლობის № B106 ლიცენზიის მოქმედების ვადით (29.07.2023);
2. აღირიცხოს შპს “იბერია TV”-სთვის მინიჭებული რადიოსიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს “იბერია TV”-სთვის რადიოსიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იბერია TV”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
შპს ”იბერია TV”-ის დირექტორ
ქალბატონ მ.ჯაფარიძეს
”რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ”
(პასუხი №05-02/2014,11.0214 თქვენს წერილზე)
გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 მარტის №160/13 გადაწყვეტილებით (თან ერთვის) შპს “იბერია TV”-ის მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირე.
ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, შპს “იბერია TV” ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/). რეესტრში დაშვების უზრუნველყოფის მონაცემები ასახულია დანართი 1-ში (თან ერთვის).
დანართი:
კომისიის გადაწყვეტილება “2” ფურცელი;
რეესტრში დაშვების უზრუნველყოფის მონაცემები “1” ფურცელი.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე
