წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროსთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 168 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

შპს „სტუდია მაესტროსთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის

ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის N104/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სტუდია მაესტრო”.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „სტუდია მაესტროს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 5.128.48 (ხუთი ათას ასოცდარვა და 48) ლარის 30%-ს - 1.538.54 (ერთი ათას ხუთასოცდათვრამეტი და 54) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 488.44 (ოთხასოთხმოცდარვა და 44) ლარი ანუ 1.050.10 (ერთი ათას ორმოცდაათი და 10) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წლის 27 მარტამდე გადახდის ვალდებულება.

                კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ 2014 წლის 17 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 1.050.10 (ერთი ათას ორმოცდაათი და 10) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N6/1418-14).

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს შპს „სტუდია მაესტროს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F96 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)  მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირული სპექტრი: 4648მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 1 ვატი.

ბ) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „სტუდია მაესტროს“ სათაო სადგურამდე (ბელიაშვილის ქ. №8) სიგნალის მისაწოდებლად,  რადიოსიხშირული სპექტრი 14272მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი.

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 27 მარტამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

დ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად;

2.       ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის 3.589.94 (სამი ათას ხუთასოთხმოცდაცხრა და 94) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა - N200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი - TRESGE22;

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

299.18 ლარი - 2014 წლის 27 აპრილამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 მაისამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 ივნისამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27  ივლისამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 აგვისტომდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 სექტემბრამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 ოქტომბრამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 ნოემბრამდე;

299.16 ლარი - 2014 წლის 27 დეკემბრამდე;

299.16 ლარი - 2015 წლის 27 იანვრამდე;

299.16 ლარი - 2015 წლის 27 თებერვლამდე:

299.16 ლარი - 2015 წლის 27 მარტამდე.

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

      გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ.ნინუა).

4.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

6.       კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველ პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 პუნქტის შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                              აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                 კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები