წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 171 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

                  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებისის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

 კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 11 მარტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2014 წლის 10 მარტის N10/387-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლი.  კერძოდ, შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“  არ გამოუქვეყნებია  და არც  კომისიში  არ წარმოუდგენია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული ინფორმაცია, რომლის წარმოდგენაც და გამოქვეყნებაც, მას, როგორც მაუწყებელს ევალებოდა ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, მაუწყებლობის საკუთრების გამჭირვალეობის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 19 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის, მისი კუთვნილი NB68  ლიცენზიის დანართის  N2-ის  „კ“ პუნქტის  და  შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მაუწყებლობის NB68 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6   გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, შპს  „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა  2014  წლის 27 მარტს 16:00 საათზე, რის თაობაზეც  შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ ეცნობა  შეტყობინებით, რომელიც მის დირექტორ გია ნაცვლისშვილს ხელზე ჩაბარდა.  შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ დირექტორი გია ნაცვლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის, საერთოდ გაუგებარი და აზრს მოკლებულია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესახებ, სამწუხაროდ, შეტყობინების მიღებამდე არ იცოდა არაფერი.     

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 მარტის  N10/387-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ კერძო მაუწყებლობის NB68 ლიცენზია;

3.       შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.       კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ შესახებ მონაცემები;

5.       კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6,  2013 წლის 12 მარტის N157/18  და  2013 წლის 4 ივნისის N364/18 გადაწყვეტილებები;

6.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 13 მარტის N10/408-14 სამსახურებრივი ბარათი;

7.       შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  2014 წლის 16 მარტის  N6/1732-14 წერილი;

8.       შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB68 ლიცენზიას; NB68 ლიცენზიის დანართი N2-ის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია; იგივე ვალდებულება განესაზღვრა შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით;

2.      შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები;

3.      კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ დაეკისრა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის   მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;  კომისიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

4.      კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 13 მარტის N10/408-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბოლო 12 კანელდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5% (17.10 ლარი) არ აღემატება 2500 ლარს;

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

 შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია  შეასრულს  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის  შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო    მე-3 პუნქტის მიხედვით,  მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები ერთობლიობაში  უზრუნველყოფს მაუწყებლის საკუთრების გამჭირვალეობას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დაეკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  მიერ  2014 წლის 1 თებერვლამდე არ იყო კომისიაში წარმოდგენილი და არც გამოქვეყნებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, მის  მიერ    დარღვეულია  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს     კანონის   61-ე მუხლი, მისი კუთვნილი NB68 ლიცენზიის დანართი N2-ის „კ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულება  და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6  გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა,  რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ  საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინების შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებით განმარტა ,,ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირისათვის სანქციის დაკისრებისა და ჯარიმის გამოანგარიშების საკითხს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევა, ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ, განმეორებით იგივე/ ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინება, გვ. 20).

 კომისია აღნიშნავს,  გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“  2013 წლის 12 მარტის N157/18  გადწყვეტილებით დაეკისრა გაფთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო, ხოლო 2014 წლის 1 თებერვალს შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტი და კუთვნილი კერძო NB68 ლიცენზიის დანართის N2-ის კ) ქვეპუნქტი,  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  71-ე მუხლის მეორე პუნქტისა  და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.        

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალმა“  2014 წლის 26 მარტს კომისიაში წარმოადგინა  N6/1732-14 წერილი, რის საფუძველზეც აღასრულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) და ვ) ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის, 71–ე მუხლის მეორე პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტის და შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“ კუთვნილი კერძო NB68 ლიცენზიის დანართის N2-ის კ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით,  ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუქნტის კ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების და მისი კუთვნილი ლიცენზიის NB68 დანართის  N2-ის „კ“ პუნქტის   დარღვევის გამო;

2.  შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში საქრთველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით;

                მიმღბი: ხაზინის ერთიანი ანგარიში;

-           ანგარიშის ნომერი  - 200122900;

-          ბანკი-სახელმწიფო ხაზინა;          

-          კოდი  - TRESGE22;

-          სახაზინო კოდი -  300773251

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში.

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალისათვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე)   შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალის“  სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმდომარის                                                                                                                                 მოვალეობის შემსრულებელი                                                               აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები