წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტ

ნომერი: 174 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

                კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე.

                კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილება “საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2013 წლის პირველ ნოემბრამდე.

                კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მარტამდე.

                ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა კომისიაში წარმოადგინა წინანდადებები. კომისიამ იმსჯელა შემოთავაზებულ წინადადებებზე და მიიჩნია, რომ თუ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონში მოხდებოდა შესაბამისი ცვლილება, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა  სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტის ამოქმედება.

                კომისიის 2014 წლის 22 იანვრის №30/23 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს (წერილის №03/267-14 06.02.2014) და წარადგინა შესაბამისი წინადადება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან კომისიის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის საჭირო იყო  გარკვეული დრო. ვინაიდან, ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა გასაზღვრული იყო 2014 წლის 1 მარტამდე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

                აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2014 წლის 19 თებერვლის №90/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მაისამდე.

                კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს კომისიის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, კერძოდ, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

                კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “მაგთიკომმა“, შპს “გლობალ ერთმა“, შპს “მაიფონმა“, შპს “სმარტლაინმა“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/1700-14 25.03.2014)   ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

გამომდინარე იქედან, რომ კომისიის 2014 წლის 19 თებერვლის №90/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველი მაისი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  29 აპრილს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    აკაკი  სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი    

კომისიის წევრი                                                                             ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                             კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები