წვდომის მენიუ

ო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარებისა და კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის განსა

ნომერი: 177 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2014  წლის 6 მარტის  №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარებისა და კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის  №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსები კერძო საერთო  რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 90,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°41 38"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი;

2. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 102,8; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°41 38"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი;

3. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ფოთი, სიხშირე (მჰც) – 102,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°11 16"/E 41°42 03; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 60 მეტრი;

4. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. დმანისი, სიხშირე (მჰც) – 103,8; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°22 38"/E 44°12 51”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 50 მეტრი;

5. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ხაშური, სიხშირე (მჰც) – 102,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°00 09"/E 43°33 39”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 25 მეტრი;

6. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. ბოლნისი, სიხშირე (მჰც) –101,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°28 0.76"/E 44°32 17.39”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადები კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს “ტვ სახელოსნო მაესტრომ”, შპს ნიუკომ”-მა და შპს ”ევროპა პლუს თბილისმა”, კერძოდ:

1.  შპს “ტვ სახელოსნო მაესტრო” მონაწილეობას იღებს ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში სიხშირეზე 90,9 მჰც;

2. შპს ”ნიუკომ”-ი მონაწილეობას იღებს ქ. ბოლნისში და ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

3. შპს ”ევროპა პლუს თბილისი” მონაწილეობას იღებს ქ. ხაშურში, ქ. ფოთში და ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში, ასევე ქ. ბათუმში  სიხშირეზე 102,8 მჰც გამოცხადებულ კონკურსში.

კომისიის 2014  წლის 6 მარტის  №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2014 წლის 11 აპრილს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გაიხსნა კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ევროპა პლუს თბილისის” და  შპს “ტვ სახელოსნო მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე და შპს ”ნიუკომ”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე. 

კომისია აღნიშნავს, რომ:

1.  შპს “ტვ სახელოსნო მაესტროს” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

2.  შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილ ოთხივე საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასრულად არის შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.            

3. შპს ”ნიუკომ”-ის მიერ წარმოდგენილ ორივე განაცხადში არ არის მითითებული საძიებელი ლიცენზიის სახე და სახეობა. კომპანიის მიერ წარმოდგენილია არასწორად შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე არ არის წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”ევროპა პლუს თბილისის” და  შპს “ტვ სახელოსნო მაესტროს” უფლებამოსილ წარმომადგენელს ტარიელ კიკაბიძეს და შპს ”ნიუკომ”-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს ირაკლი ბანძელაძეს განემარტათ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურეს, რომ ლიცენზიების მაძიებლები და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მათ ასევე დაადასტურეს, რომ ლიცენზიის მაძიებლებს და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2014  წლის 6 მარტის  №126/10 გადაწყვეტილების 53-ე პუნქტის შესაბამისად  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს ”ევროპა პლუს თბილისმა” 2014 წლის 22 აპრილის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების მე-9, მე-17, 25-ე და 33-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსებისთვის ცალ-ცალკე, შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.           

2. უზრუნველყოს შპს ”ნიუკომ”-მა 2014 წლის 22 აპრილის 19:00 საათამდე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების 25-ე და 41-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსებისთვის ცალ-ცალკე, შემდეგი  დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ინფორმაცია ლიცენზიის სახისა და სახეობის თაობაზე;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

დ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ე) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

3. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ევროპა პლუს თბილისისთვის”, შპს “ტვ სახელოსნო მაესტროსთვის” და შპს ნიუკომ”-ისთვის გაგზავნა (მ. ნინუა);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                     აკაკი სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები