წვდომის მენიუ

შპს “სკაინეტის“ (ს/კ 412676509) წილის 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის (პ/ნ 21001005953) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 198 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

 

შპს “სკაინეტის“ (ს/კ 412676509) წილის 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის (პ/ნ 21001005953)  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 25 მარტს  წერილით მიმართა შპს “სკაინეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1548-14. 25.03.2014), ფიზიკურ პირ გიორგი ქოჩიაშვილის მფლობელობაში არსებული შპს “სკაინეტის“ წილის 80%-დან 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის (პ/ნ 21001005953) მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “სკაინეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

WiFi.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “სკაინეტის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია შპს “სკაინეტის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “სკაინეტის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “სკაინეტის“ აბონენტების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “სკაინეტის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს “სკაინეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სკაინეტის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი პაპუნა ყალიჩავა (წილის 10%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი გირშელი ჭოხონელიძე (წილის 10%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი გიორგი ქოჩიაშვილი (წილის 80%-ის მფლობელი).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 31 მარტის № 10/508-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სკაინეტის“ წილის 52%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის კახა ქოჩიაშვილის, ასევე შპს “სკაინეტის“ აფილირებულობა სხვა კომპანიებთან არ დგინდება.

წარმოდგენილი ინფორმაციის, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “სკაინეტის“   ინტერნეტით საცალო მომსახურების (Wi-Fi ტექნოლოგია) აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 1692 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგინა 363656 ლარი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ინტერნეტის საცალო მომსახურების საერთო შემოსავლებში (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “სკაინეტის“ ხვედრითი წილი საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან (Wi-Fi ტექნოლოგია) მიღებული შემოსავლების მიხედვით  მუნიციპალიტეტების ჭრილში შემდეგია:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 0,13%;

ვანის მუნიციპალიტეტი - 20,66%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 0,87%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 28,76%;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - 15,19%;

ხონის მუნიციპალიტეტი - 0,86%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1,59%;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 25,91%;

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 10,41%;

            კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ინტერნეტის საცალო მომხმარებლების საერთო რაოდენობაში (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “სკაინეტის“ საცალო ინტერნეტ მომსახურების (Wi-Fi ტექნოლოგია)  აბონენტთა   ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების ჭრილში შემდეგია:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 0,08%;

ვანის მუნიციპალიტეტი - 24,01%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 0,92%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 29,75%

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - 13,85%;

ხონის მუნიციპალიტეტი - 0,37%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1,3%;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 25,21%;

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 11,58%;

            ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სკაინეტის“ წილის 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის მიერ შეძენის შემდეგ  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სკაინეტის“ წილის 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “სკაინეტს“, შპს “სკაინეტის“ წილის 52%-ის ფიზიკურ პირ კახა ქოჩიაშვილის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “სკაინეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სკაინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

      კომისიის თავმჯდომარის

      მოვალეობის შემსრულებელი                                              აკაკი სიხარულიძე

      კომისიის წევრი                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი 

      კომისიის წევრი                                                                       ირაკლი მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები