საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის N775/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2014
მიღების თარიღი აპრილი 11, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის N775/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის N775/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს დამატება და გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჟ) ქვეპუნქტი:
”ჟ) ლალი გვერდწითელი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი.”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
