ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2014
მიღების თარიღი აპრილი 11, 2014
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 აპრილს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N253/22 „ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხების ორგანიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების ვადად განისაზღვრა 1 წელი.
კომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 12 აპრილი - 2014 წლის 12 აპრილი) სამუშაო ჯგუფი მუშაობდა მის მიერვე შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად დარგში არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით და მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და კავშირის მომსახურების ხარისხის მიმართულებით, კერძოდ:
- სარეგისტრაციოდ მომზადდა და სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს“ მიერ რეგისტრაციაში გატარდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) 24 სტანდარტი; სარეგისტრაციოდ მომზადებულია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის 20 სტანდარტი;
- მომზადდა და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირებისა და სამომხმარებლო ბაზარზე დაშვების ტექნიკური რეგლამენტის “ პროექტი;
შემუშავებულია:
- საქართველოში კავშირის მომსახურების ხარისხის ზედამხედველობის კონცეფცია;
- კავშირის ხარისხის მაჩვენებლებზე შეფასებითი გამოცდების (გაზომვების) ჩატარების მეთოდიკა და ნორმები GSM/GPRS/EDGE/UMTS სტანდარტებისათვის;
კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კომისიისათვის განსაზღვრული ფუნქციების აღსრულების მიზნით აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით და შესაბამისად, ჩამოყალიბდეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.ჩამოყალიბდეს სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების პროცესის, კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ სვანიძე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მზია გოგილაშვილი, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
გ) ციალა უჯმაჯურიძე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
დ) გიორგი გოგიაშვილი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ე) ანა დაბრუნდაშვილი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ვ) ზურაბ გუძუაძე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინერი, ჯგუფის წევრი;
ზ) სერგი ჯიშკარიანი-კომპანია MSI (mobile systems international - საერთაშორისო მობილური სისტემები ) - ის უფროსი ინჟინერი (მოწვევით), ჯგუფის წევრი.
2.სამუშაო ჯგუფმა კომისიას წარმოუდგინოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე უახლოესი ერთი წლის მოქმედების გეგმა ამ მიმართულებით დარგში არსებული ახალი პრიორიტეტების გათვალისწინებით, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების ვადად განისაზღვროს 1 წელი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში.
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს (რ.სვანიძე).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
