საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2014
მიღების თარიღი აპრილი 11, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №176/10 “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესის და პირობების („საკონკურსო პირობების“), დანართში №2 (საკონკურსო წინადადების (ინდივიდუალურად/კომბინირებულად) შეფასების წესი):
ა) 39–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტში 3.1 – „მოქმედ ეროვნულ საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში - „საკონკურსო წინადადების ინდივიდუალურად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ნაცვლად ფორმულაში მითითებული რიცხვი 3–სა (Ma= (Bi/Bmax) x 3) მითითებული უნდა იყოს რიცხვი 6 (Ma= (Bi/Bmax) x 6);
ბ) 39–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი”), პუნქტში 3.1 - „მოქმედ ეროვნულ საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „(კომბინაციური წყვილის) საკონკურსო წინადადების კომბინირებულად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ნაცვლად Ma = (Bcom/i/Bmax) x 3, მითითებული უნდა იყოს Ma = x 6;
გ) მე-40 გვერდზე, ბ) ცხრილში (შეფასების წესი), პუნქტში 3.2 - „მოქმედ სხვა საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „საკონკურსო წინადადების ინდივიდუალურად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ნაცვლად ფორმულაში მითითებული რიცხვი 2–სა (Mb = (Oi /Omax) x 2) მითითებული უნდა იყოს რიცხვი 4 (Mb = (Oi /Omax) x 4);
დ) მე-40 გვერდზე, ბ) ცხრილში (შეფასების წესი), პუნქტში 3.2 („მოქმედ სხვა საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“), სვეტში – „(კომბინაციური წყვილის) საკონკურსო წინადადების კომბინირებულად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ნაცვლად Mb =(Ocom/i /Omax) x 2, მითითებული უნდა იყოს Mb = x 4.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კოეფიციენტები და ფორმულები გადაწყვეტილების დანარჩენ ტექსტში სწორადაა მითითებული (იხ. გვ. 45,46 და 47).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”, კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები და გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების („საკონკურსო პირობები“)“, №2 დანართში, საკონკურსო წინადადების (ინდივიდუალურად/კომბინირებულად) შეფასების წესში, „ბ)“ ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტები 3.1 და 3.2 ჩასწორდეს შემდეგნაირად:
ა) 39–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტში 3.1 – „მოქმედ ეროვნულ საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „საკონკურსო წინადადების ინდივიდუალურად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ფორმულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: Ma= (Bi/Bmax) x 6;
ბ) 39–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტში 3.1 – „მოქმედ ეროვნულ საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „(კომბინაციური წყვილის) საკონკურსო წინადადების კომბინირებულად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ფორმულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: Ma = x 6 ;
გ) 40–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტში 3.2 – „მოქმედ სხვა საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „საკონკურსო წინადადების ინდივიდუალურად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ფორმულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: Mb = (Oi /Omax) x 4;
დ) 40–ე გვერდზე, ბ) ცხრილში („შეფასების წესი“), პუნქტში 3.2 – „მოქმედ სხვა საეთერო მაუწყებელთან/მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები“, სვეტში – „(კომბინაციური წყვილის) საკონკურსო წინადადების კომბინირებულად შეფასება, კალკულაციის ფორმულა“, ფორმულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: Mb = x 4
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების გათვალისწლებით კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილების ჩასწორებული რედაქციის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (თ.ტყეშელაშვილი);
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
