წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 მარტის N137/23 და 2014 წლის 14 მარტის N140/23 და გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 203 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 17, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 მარტის N137/23 და 2014 წლის

14 მარტის N140/23  და გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 მარტს კომისიის მიერ მიღებულ იქნა:

1. გადაწყვეტილება N137/23  “შპს ,,სპექტრის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ და

2. გადაწყვეტილება N140/23 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

აღნიშნული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ორივე საკითხთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 14 აპრილის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზეპირი მოსმენის სხდომას შესაძლოა ვერ დაესწროს კომისიის ერთ-ერთი წევრი სოფიო ბრიტანჩუკი, მან მიმართა კომისიას შუამდგომლობით, რათა შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 14 მარტის N137/23 და N140/23 გადაწყვეტილებებში და ზეპირი მოსმენის თარიღად 2014 წლის 14 აპრილის 16:00 საათის ნაცვლად განისაზღვროს 2014 წლის 14 აპრილის 18:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ იმისთვის რომ უზრუნველყოფილ იქნას კომისიის წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მონაწილეობა ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით ზეპირ მოსმენაში, კომისიას მიზანშეწონად მიაჩნია მისი შუამდგომლობის გაზიარება და ცვლილების შეტანა კომისიის 2014 წლის 14 მარტის N137/23 და N140/23 გადაწყვეტილებებში იმგვარად, რომ ზეპირი მოსმენის ჩატარების დროდ, ნაცვლად 2014 წლის 14 აპრილის 16:00 საათისა, განისაზღვროს 2014 წლის 14 აპრილის 18:00 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება „შპს ,,სპექტრის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმებისა და „კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 08 აპრილის №216/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 14 მარტის  137/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  14 აპრილს 18:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

2. შევიდეს ცვლილება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2014 წლის 14 მარტის N140/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 14 აპრილს 18:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცნობოს შპს „სპექტრს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       ა.სიხარულიძე

კომისიის წევრები:                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები