წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 204 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის  №B53 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი.მახარაძე) 2013 წლის 30 დეკემბრის №10/1872-13 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტებით, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლნისის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სატელევიზიო გადამცემი 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ფუნქციონირებს, რაც დასტურდება ბოლნისის სატელევიზიო ანძის უფროსის ა.ბეკარიშვილის განმარტებითა და ფოტო და ვიდეომასალებით; 2013 წლის 19 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/7201-13), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხსა“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს“  შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 18 იანვრიდან, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების დადებაზე და შეაჩერა მაუწყებლობა, ხოლო აპარატურა არ გაუტანია და უმოქმედოდ არის განთავსებული ბოლნისის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№10/1872-13; 30.12.13) აღნიშნულია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა სამსახურებრივი ბარათებით მიმართა კომისიის აპარატის საფინანსო და ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტებს. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №10/1857-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2013 წელს შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია ნულოვანი შემოსავლების შესახებ, ხოლო 2013 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და სექტემბრის თვეებში საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №10/1865-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2012 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთან, 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 12,448.63 ლარის ოდენობით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№10/1872-13; 30.12.13) აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდგენია 2011 და 2012 წლების ანგარიშები.  2013 წლის 20 სექტემბერს, კომისიამ წერილობით (№04/2004-13) მიმართა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში წარმოედგინა უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე და ინფორმაცია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, რომელიც მას ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე ორგანიზაცია არ ფუქციონირებს. 2012 წლის 3 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წერილი (№6/6977-12), რომლითაც ის კომისიას აცნობებს, რომ კომპანიაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50%-ის წილის პრივატიზებამდე შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხი“ დროებით აჩერებს მაუწყებლობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რის გამოც მიიჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ვინაიდან, სახეზეა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია, კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №102/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 27 მარტს, 16:00 სთ-ზე. კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №102/23 გადაწყვეტილება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც ყველას მიეცა საშუალება, მათ შორის შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“, კომისიაში წარმოედგინა წერილობითი მოსაზრება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №102/23 გადაწყვეტილება, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ დირექტორის ნუგზარ ლომთაძის მიერ მითითებულ მისამართზე დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“, რომელიც ჩაიბარა კომპანიის 50% წილის მფლობელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 14 მარტს (გზავნილის კოდი: 040009185375 და 040009185364).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს დანიშნული კომისიის სხდომის შესახებ, სადაც განიხილებოდა საკითხი კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ დირექტორს ნუგზარ ლომთაძეს ჩაბარდა 2014 წლის 17 თებერვალს (გზავნილის კოდი: 040007743599), შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“  წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხისთვის“ ცნობილი იყო კომისიის 2014 წლის 27 მარტის სხდომის თაობაზე, მისი წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ის უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მის მიერ სრულად იყო შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 116-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2014 წლის 27 მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 30 დეკემბრის №10/1872-13 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული მასალით;

2. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 25 დეკემბრის №10/1828-13 მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლნისის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სატელევიზიო გადამცემი 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ფუნქციონირებს, რაც დასტურდება ბოლნისის სატელევიზიო ანძის უფროსის ა.ბეკარიშვილის განმარტებითა და მობილური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალებით;

4. შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6 /7201-13; 19.12.2013), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხსა“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს“  შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 18 იანვარიდან, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების დადებაზე და შეაჩერა მაუწყებლობა, ხოლო აპარატურა არ გაუტანია და უმოქმედოდ არის განთავსებული ბოლნისის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე;

5. შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 2012 წლის 3 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/6977-12), რომლითაც ის კომისიას აცნობებს, რომ კომპანიაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50%-ის წილის პრივატიზებამდე შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხი“ დროებით აჩერებს მაუწყებლობას;

6. 2011 წლის 26 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ე.ჭიჭინაძეს შორის დადებული შეთანხმება, რომლითაც შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 50% წილის მფლობელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა თავისი წილი გადასცა ამავე კომპანიის 50% წილის მფლობელს ე.ჭიჭინაძეს;

7. შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 2012 წლის 20 ნოემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, ე.ჭიჭინაძის მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს დადებული შეთანხმების   მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 50% წილის დაბრუნების თაობაზე;

8. კომისიის 2013 წლის 20 სექტემბრის  №04/2004-13 წერილი, რომლითაც კომისია  შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხისგან“ ითხოვს უკანასკნელი 1 თვის არქივის ციფრულ მატარებელზე და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას;

9. შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 20 სექტემბრის №04/2004-13 წერილი შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დახურულია და არ ფუნქციონირებს;

10. კომისიის აპარატის ინფორმაციულ - ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №10/1857-13 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2013 წელს კომისიაში არასრულად აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია ნულოვანი შემოსავლების შესახებ, ხოლო 2013 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და სექტემბრის თვეებში საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი;

11. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის (№10/1865-13 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2012 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთან, 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 12,448.63 ლარის ოდენობით;

12. შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი  შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხისთვის“ კომისიის შეტყობინებისა (გზავნილის კოდი: 040007743599) და კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის №102/23 გადაწყვეტილების (გზავნილის კოდი: 040009185375 და 040009185364)  ჩაბარების თაობაზე;

13. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში დაცული მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წილის 50% ეკუთვნის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს; შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ბოლნისი, სულხან-საბას №115;

14. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის მიერ  კომისიის 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე მიცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ საკითხის ზეპირი მოსმენის დროისთვისაც, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 12,448.63 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ მაუწყებლობის ლიცენზია მოდიფიცირდა და გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი; თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე; გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები; ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია; წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა; კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა; უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა; მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

2. 2013 წლის 28 ნოემბერს, ბოლნისში, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ   განხორციელდა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ რადიომონიტორინგი შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ მაუწყებლობის გადამცემი სადგურის განთავსების ადგილის დადგენისა და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის შემოწმების მიზნით. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბოლნისის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სატელევიზიო გადამცემი 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ფუნქციონირებს, რაც ასევე დასტურდება ბოლნისის სატელევიზიო ანძის უფროსის ა.ბეკარიშვილის განმარტებითა და მობილური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალებით;

3. შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის №6/7201-13; 19.12.2013) დგინდება, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხსა“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს“  შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 18 იანვარიდან, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების დადებაზე, შეაჩერა მაუწყებლობა, ხოლო აპარატურა არ გაუტანია და უმოქმედოდ არის განთავსებული ბოლნისის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე;

4. შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის 2012 წლის 3 დეკემბერის  №6/6977-12; 3.12.12.) და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წილის 50% ეკუთვნის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს;

5.  შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ განმარტებით (2012 წლის 3 დეკემბერის  №6/6977-12 წერილი) კომპანიაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50%-ის წილის პრივატიზებამდე შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხმა“ დროებით შეაჩერა მაუწყებლობა; 2011 წლის 26 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ე.ჭიჭინაძეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 50% წილის მფლობელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა თავისი წილი გადასცა ამავე კომპანიის 50% წილის მფლობელს ე.ჭიჭინაძეს; ე.ჭიჭინაძის მიერ აღნიშნული შეთანხმების   მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ პარტნიორთა საერთო კრების 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 50% წილი;

6. 2013 წლის 20 სექტემბერს, კომისიამ წერილობით (№04/2004-13) მიმართა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ასევე წარმოედგინა  უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე. აღნიშნული წერილი შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ვერ ჩაჰბარდა მის მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე იმის გამო, რომ ამ მისამართზე ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს;

7. შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2013 წელს კომისიაში არასრულად აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია ნულოვანი შემოსავლების შესახებ, ხოლო 2013 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და სექტემბრის თვეებში საერთოდ არ წარმოუდგენია;

8. 2013 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, 2012 წლის იანვრის თვის შემდეგ, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთან, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 12,448.63 ლარის ოდენობით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხი“, რომლის წილის 50 %-ს ფლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტი, არ შეიძლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრა 2014 წლის 11 აპრილი, 16 სთ. აღნიშნულის შესახებ,  შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ეცნობა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ დირექტორის ნუგზარ ლომთაძის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით, რომელიც ჩაიბარა კომპანიის 50% წილის მფლობელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 31 მარტს (გზავნილის კოდი: 040009189667).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის კომისიის სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა მინიმუმ წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, რაც წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

ამავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხმა“ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 12,448.63 ლარის დაფარვა.

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული, შპს „ტელეკომპანია მე-5 არხის“ ფინანსური ვალდებულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა აღრიცხოს შპს „ტელეკომპანია მე-5 არხი“ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების მქონე სუბიექტად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 115-ე მუხლისა და IX თავის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე;

2. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია მე-5 არხმა“ სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების 12,448.63 (თორმეტი ათას ოთხას ორმოცდარვა ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის დაუყოვნებლივ გადახდა,  საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900;

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22;

სახაზინო  კოდი - 300343062;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შპს „ტელეკომპანია მე-5 არხის“ საგადასახადო ვალდებულის - 12,448.63 (თორმეტი ათას ოთხას ორმოცდარვა ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის შესახებ;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხისთვის“   ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს  (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                  აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                           სოფიო ბრიტანჩუკი     

კომისიის წევრი                                                                            ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები