შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014
მიღების თარიღი აპრილი 11, 2014
შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 18 მარტს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/119-14) მიმართა შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიამ” (საიდენტიფიკაციო კოდი: N203844723) და შპს ”სტუდია მაესტრომ” (საიდენტიფიკაციო კოდი: N236080557) შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდართული აქვს კომპანიებს შორის 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ”№B17 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ”. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტის თანახმად ”წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ №B17 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ და მოქმედებს 2015 წლის 15 ივნისამდე”.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანია” კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიას 2023 წლის 8 მაისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე;
დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 6 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ოთარ ჩხარტიშვილი (პირადი ნომერი: 01017009299), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე ილია ინჯია (პირადი ნომერი: 01007000232). შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ეთერ გადაბაძე (პირადი ნომერი: 01008010808), ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: მამუკა ღლონტი (პირადი ნომერი: 01030002634) -15%; ლევან ჩიკვაიძე (პირადი ნომერი: 01007000859)- 15%; ეკატერინე აკობია (პირადი ნომერი: 01024023515) – 5%; გიორგი ებრალიძე (პირადი ნომერი: 010080144488)- 15%; გიორგი გაჩეჩილაძე (პირადი ნომერი: 01008001906) – 25%; მაკა ასათიანი (პირადი ნომერი: 01008002500) – 25%.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო” ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; კომპანია ასევე ახორციელებს საერთო ტელემაუწყებლობას საკაბელო ქსელის გამოყენებით (ავტორიზაციის ნომერი: BR-38). შპს ”სტუდია მაესტრო” არ ფლობს საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/477-14, 26.03.14წ.) შპს ”სტუდია მაესტრო”, ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”სტუდია მაესტრო”, ისევე როგორც მისი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები: მამუკა ღლონტი (პირადი ნომერი: 01030002634), ლევან ჩიკვაიძე (პირადი ნომერი: 01007000859), ეკატერინე აკობია (პირადი ნომერი: 01024023515), გიორგი ებრალიძე (პირადი ნომერი: 010080144488), გიორგი გაჩეჩილაძე (პირადი ნომერი: 01008001906) და მაკა ასათიანი (პირადი ნომერი: 01008002500) კერძო მაუწყებლობის №B107 ლიცენზიის გარდა არ ფლობენ სხვა ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, ასევე არ დგინდება შპს ”სტუდია მაესტროს” დირექტორის საქართველოს მოქალაქე ეთერ გადაბაძის (პირადი ნომერი: 01008010808) აფილირებულობა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა იურიდიულ პირებთან. შესაბამისად, შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” დროებით გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” დროებით გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” დირექტორი ოთარ ჩხარტიშვილი და შპს ”სტუდია მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ელოშვილი. კომისიის სხდომაზე შპს ”სტუდია მაესტროს” უფლებამოსილ წარმომადგენელს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ნინო ელოშვილმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”სტუდია მაესტრო” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა რომ შპს ”სტუდია მაესტროს” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის“ დროებით გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”სტუდია მაესტროს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის დროებით გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიას” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის შპს ”სტუდია მაესტროსთვის“ დროებით 2015 წლის 15 ივნისამდე გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრომ“ კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიის მფლობელობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”სტუდია მაესტროს“, რომ კერძო მაუწყებლობის №B17 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”სტუდია მაესტროს“ მიერ შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის”და შპს ”სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი