წვდომის მენიუ

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 206 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

 

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N7/85-14, 27.02.2014) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ კომისიის 2004 წლის 16 აპრილის N184/1, 2006 წლის 2 ივნისის N238/2 და 2007 წლის 25 მაისის N279/19 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირეები: ქ.თბილისში - 3930.0მჰც ± 14მჰც, 4030.0მჰც ± 14მჰც, 4110.0მჰც ± 14მჰც და 4190.0მჰც ± 14მჰც, ქ.ქუთაისში - 3930.0მჰც ± 14მჰც რადიოსარელეო კავშირისთვის;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 16.04.2014 წ;

დ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებულ იქნას N1386 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F23 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2014 წლის 16 აპრილს, შესაბამისად, შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის”  მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

 კომისია აღნიშნავს, რომ  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1,000.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N6/1404-14, 17.03.2014).

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვლის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის სარგებლობით უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

C× Ai/Bi)/n ,

სადაც:

C-გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობა;

n-ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა;

Ai--i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n;

Bi-i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/556-14 07.04.2014), რომლის შესაბამისადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში  „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით (რომელიც განკუთვნილია სტანდარტულ სიხშირულ წყვილებში მოქმედ რადიოსარელეო ხაზებით და წყვილს გარეშე ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზებით საკომუნიკაციო საქმიანობისთვის) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებულია ცხრა აუქციონი. შესაბამისად, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებულ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული აუქციონების შედეგები შემდეგნაირია:

1. კომისიის 2012 წლის 1 მაისის N326/8 გადაწყვეტილებით შპს „დია“ გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 23 მარტის N229/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 1,258.80 (ერთი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და 80) ლარი; აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11594 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) – ქ. გორში ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ სტუდიამდე (ქ. გორი, ამილახვრის ქ. №26); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური.

2. კომისიის 2012 წლის 11 მაისის N344/8 გადაწყვეტილებით შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ“ გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 6 აპრილის N279/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 1,298.00 (ერთი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი; აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4676 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან (გადამცემის განთავსების ადგილი – წმინდა ლუკას ქუჩა) – ქ. ქუთაისში: შპს „სატელიტსერვისის“ (ჭავჭავაძის პრ. №59), შპს „ბეტა ტვ“–ს (თამარ მეფის ქ. №22), ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ (რ. თაბუკაშვილის ქ. №157ა) და შპს „ერას“ (რუსთაველის ქ. №37) განთავსების ადგილებამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური.

3. კომისიის 2013 წლის 9 იანვრის N09/8 გადაწყვეტილებით შპს „TV3“  გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის N774/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი.

4. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N20/8 გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“ გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის N792/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 7,142.56 (შვიდი ათას ას ორმოცდაორი და 56) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 15117 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 15324 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6854 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 2 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის.

5. კომისიის 2013 წლის 1 მარტის N130/8 გადაწყვეტილებით სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია”გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 25 იანვრის N57/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 1,678.40 (ერთი ათას ექვსასსამოცდათვრამეტი და 40) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

რადიოსიხშირული სპექტრი: 14700 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სტუდიიდან (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №32, სასტუმრო ”რუსთავის” შენობა) – ქ. თბილისში შპს „ბლექ სი სატის” სადგურამდე  (მახათას მთა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის.

6. კომისიის 2013 წლის 2 მაისის N294/8 გადაწყვეტილებით შპს „TV3“  გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 2 აპრილის N211/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 3,114.4 (სამი ათას ას თოთხმეტი და 40) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი.

7. კომისიის 2013 წლის 20 ივნისის N397/8 გადაწყვეტილებით შპს „s-tv“  გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 20 მაისის ოქტომბრის N397/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 2,685.44 (ორი ათას ექვსასოთხმოცდახუთი და 44) ლარი.

 აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან   (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე;  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური);  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის.

8. კომისიის 2013 წლის 2 დეკემბრის N700/8 გადაწყვეტილებით შპს „TV3“  გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 2,014.08 (ორი ათას  თოთხმეტი და 08) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14460±14 მჰც;

ბ) მიმართულება: თბილისის ტერიტორიიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე;

გ) დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის;

დ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

ე) გასხივების სიმძლავრე - 2 ვატი.

9. კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის N104/1 გადაწყვეტილებით შპს „სტუდია მაესტრო“  გამარჯვებულად გამოცხადდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N25/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 5,128.48 (ხუთი ათას  ასოცდარვა და 48) ლარი;

აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გამოცხადებული იყო შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)  მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირული სპექტრი: 4648მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 1 ვატი.

ბ) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „სტუდია მაესტროს“ სათაო სადგურამდე (ბელიაშვილის ქ. №8) სიგნალის მისაწოდებლად,  რადიოსიხშირული სპექტრი 14272მჰც ± 14მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი.

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის სარგებლობით უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად: 5×28×(5128.48/56+2014.08/28+2685.44/55+3114.40/28+1678.4/28+7142.56/84+

+3114.40/28+1298.00/28+1258.80/28)/9=10439.06 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” მიერ  გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 10.439.06 (ათი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი და 06) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო კავშირის ხაზების სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ ინფორმაციის დასაზუსტებლად. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 2014 წლის 1 აპრილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1812-14) წერილის შესაბამისად, კომპანიის მიერ NF23 ლიცენზიაში განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენება კომპანიის საკუთრებაში არსებული 1 ვატი სიმძლავრის „წერტილი-წერტილი“ არქიტექტურის მქონე მობილურ რადიოსარელეო სადგურებში რადიოსარელეო კავშირისთვის. როგორც წერილშია აღნიშნული, აღნიშნული რადიოსარელეო სადგურების მეშვეობით ხორციელდება პირდაპირი ჩართვები, როგორც „ქრონიკის“ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე „ტელეიმედის“ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სატელევიზიო პროექტებში.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დ) პუნქტში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ  ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებულ უნდა იქნას N1386 (კომისიის 2006 წლის 2 ივნისის N238/2 გადაწყვეტილებით N1386 ლიცენზია მოდიფიცირდა და მიენიჭა NF23)  ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის. კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2006 წლის N6 დადგენილებით დამტკიცდა „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა“, საჭიროა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოდიფიცირება და სალიცენზიო პირობების შესაბამისობაში მოყვანა კომისიის ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმასთან“, რათა განისაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების დანიშნულება, კერძოდ, რომ კომპანიამ ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეები  გამოიყენოს მობილური გადამცემებით სატელევიზიო ანძებამდე ცალმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის სხდომაზე შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  დავით მენაბდემ დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება და ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის  ა) და ვ) ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიას 2014 წლის 16 აპრილიდან  10 წლით-2024 წლის 16 აპრილამდე.

2. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 10.439.06  (ათი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი და 06) ლარით;

3. უზრუნველყოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10.439.06  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

4. შპს  „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“  ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ;

6. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

7. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 15 მაისს 16:00 საათზე. ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა(ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ.ლორთქიფანიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“   გაგზავნა (მ.ნინუა).

9. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

11.  გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“   მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;

12. გადაწყვეტილება (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

13. გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                            აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები