შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014
მიღების თარიღი აპრილი 17, 2014
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/53-14, 11.02.2014წ.) მიმართა შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”ეგრისმა“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი“ ფლობს მაუწყებლობის №B28 ლიცენზიას 2014 წლის 23 აპრილამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე – 30 მეტრი მიწის ზედაპირიდან, ქ. სენაკი;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”ეგრისის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1795-14 31.03.14).
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამასახურებრივი ბარათი №10/430-14, 18.03.14წ.), რომელმაც შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ კერძო მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის 2015 წლის 17 ივნისამდე გაგრძელებისთვის შეადგინა – 227.70 (ორასოცდაშვიდი და70 თეთრი) ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 მარტის №173/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ, მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა დანიშნულია 2014 წლის 29 აპრილს 16:00 სთ-ზე.
კომისია აღნიშნავს, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 17 აპრილის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მერაბ ჩიქობავა, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ მაუწყებლობის №B28 ლიცენზიას 2014 წლის 23 აპრილიდან 2015 წლის 17 ივნისამდე.
2. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 227.70 (ორასოცდაშვიდი და 70 თეთრი) ლარს.
3. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 227.70 (ორასოცდაშვიდი და 70 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300373062;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 მაისამდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 ივნისამდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 ივლისამდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 აგვისტომდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 სექტემბრამდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 ოქტომბრამდე;
19.00 ლარი – 2014 წლის 17 ნოემბრამდე;
19.00 ლარი - 2014 წლის 17 დეკემბრამდე;
19.00 ლარი – 2015 წლის 17 იანვრამდე;
19.00 ლარი – 2015 წლის 17 თებერვლამდე;
19.00 ლარი – 2015 წლის 17 მარტამდე;
18.70 ლარი – 2015 წლის 17 აპრილამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის” გაგზავნა (მ. ნინუა).
5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის” ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
