წვდომის მენიუ

შპს ”ოპტიმა +”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 217 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014

მიღების თარიღი აპრილი 24, 2014

 

შპს  ”ოპტიმა +”-სთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს,რომ შპს ”ოპტიმა +”-მა  რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ 25.15.2010, საიდენტიფიკაციო  №400010251) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრირებული  №7/106, 12.03.14 ),  კახეთის რეგიონში, საავტომობილო მაგისტრალის (თელავი - ლაგოდეხი - წნორი) მონაკვეთებზე,  საერთაშორისო საქველმოქმედო სოციალური პროექტი ”Wings for Life World Run”- ის ფარგლებში,  მიმდინარე წლის 4 მაისს   მორბენალთა სპორტული მარათონის მიმდინარეობის პროცესში, ტრასაზე მორბენლების  გადაადგილების მონიტორინგის რადიოელექტრონული სისტემის გამოსაყენებლად, 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, 0.2 მჰც სიგანის ოთხი სიხშირის გამოყოფის თაობაზე.  

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ოპტიმა +”-სთვის  შერჩეულ იქნა  სიხშირეები: 865,7მჰც ± 0,1მჰც;   866.3მჰც ± 0,1მჰც; 866.9მჰც ± 0,1მჰც და 867,5მჰც ± 0,1მჰც,   (თითოეული ზოლის სიგანით 0.2მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 დბ/მვტ, CEPT-ის (კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში ევროპის კონფერენცია) რეკომენდაციით (ERC/REC 70-03. Annex 1) განსაზღვრული სიხშირის ზოლის (863.000მჰც ÷ 870.00მჰც) ფარგლებში.  

      კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები: 865,7მჰც ± 0,1მჰც;   866.3მჰც ± 0,1მჰც; 866.9მჰც ± 0,1მჰც და 867,5მჰც ± 0,1მჰც,   (თითოეული ზოლის სიგანით 0.2მჰც),  შპს ”ოპტიმა+”-ის მიერ გამოყენებული   უნდა  იქნას   დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით, კახეთის რეგიონში, საავტომობილო მაგისტრალის (თელავი - ლაგოდეხი - წნორი) მონაკვეთებზე,  საერთაშორისო საქველმოქმედო სოციალური პროექტი ”Wings for Life World Run”- ის ფარგლებში,   მორბენალთა სპორტული მარათონის მიმდინარეობის პროცესში, ტრასაზე მორბენლების გადაადგილების მონიტორინგის რადიოელექტრონული სისტემის გამოსაყენებლად  და ამავე დროს არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების     მიწოდებასთან,   მაგრამ   საქმიანობისას   საჭიროებენ     რადიოსიხშირეების

გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

      ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”ოპტიმა+”-ს წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს   შპს   ”ოპტიმა+” -ს  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის № F745    ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები: 865,7მჰც ± 0,1მჰც;   866.3მჰც ± 0,1მჰც; 866.9მჰც ± 0,1მჰც და 867,5მჰც ± 0,1მჰც,   (თითოეული ზოლის სიგანით 0.2მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 დბ/მვტ,  ერთი წლის ვადით, საავტომობილო მაგისტრალის (თელავი - ლაგოდეხი - წნორი) მონაკვეთებზე,  საერთაშორისო საქველმოქმედო სოციალური პროექტი ”Wings for Life World Run”- ის ფარგლებში,   მორბენალთა სპორტული მარათონის მიმდინარეობის პროცესში, ტრასაზე მორბენლების გადაადგილების მონიტორინგის რადიოელექტრონული სისტემის გამოსაყენებლად არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს ”ოპტიმა+”-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს შპს ”ოპტიმა+”-ისთვის  ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს შპს   ”ოპტიმა+”-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ოპტიმა+”-ისთვის”    სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ოპტიმა+”-ისთვის     ჩაბარებისთანავე.

 კომისიის    თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                                  ა.სიხარულიძე

   კომისიის წევრი                                                                                         ს.ბრიტანჩუკი

   კომისიის    წევრი                                                                                       კ.ბექაური

   კომისიის    წევრი                                                                                        ი.მოსეშვილი                                                                          

   კომისიის    წევრი                                                                                        ვ.აბაშიძე                                                                          

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები