წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის № 216/1 გადაწყვეტილების და 2006 წლის 03 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის მე-5 სტრიქონის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმების

ნომერი: 218 / 4

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014

მიღების თარიღი აპრილი 24, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის № 216/1 გადაწყვეტილების და 2006 წლის 03 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის მე-5 სტრიქონის  ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის  N10/296-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ შპს „სპექტრი“ სამაუწყებლო სიგნალს ავრცელებს მხოლოდ ნინოწმინდას მე-8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე. შპს „სპექტრის“ კუთვნილი  №B77 ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა გეოგრაფიულ ზონებში (ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, ასპინძა, წალკა) სატელევიზიო სიგნალის გავრცელება არ ფიქსირდება. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ნინოწმინდაში მე-8 სატელევიზიო არხზე ხორციელდება სამაუწყებლო არხ „Иллюзион+“–ის, ხოლო ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე სამაუწყებლო არხ „РЕН ТВ“–ს  ტრანზიტი. ამავე დროს, შპს „სპექტრს“ კომისიის ერთიან სტატისტიკურ ბაზაში არ აქვს წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22  გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც დასტურდება კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 12 თებერვლის N10/232-14 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 17 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის (N10/262–14)  შესაბამისად ირკვევა, რომ 2014 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთანავე, შპს „სპექტრს“ 2014 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიიდან გამომდინარე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,991.76 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის N10/296-14 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ  2013 წლის 21 აგვისტოს შპს „სპექტრს“ გაეგზავნა წერილი (N04/1763–13) და ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია კომპანიის მიერ მაუწყებლობის განხორციელების შესახებ (მათ შორის უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე). შპს „სპექტრს“ კომისიის აღნიშნულ წერილზე რეაგირება არ განუხორციელებია. შპს „სპექტრის“ მიერ კომისიაში არ ხორციელდება არც ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადეების წარმოდგენა. შპს „სპექტრს“,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდგენია 2011 და 2012 წლების წლიური ანგარიშებიც.

ამასთანავე, კომისიაში 2013 წლის 10 იანვარს შემოსულია შპს „სპექტრის“ განცხადება (კომისიაში რეგისრტაციის N7/11–13) კუთვნილი №B77 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია კომისიას აცნობებდა, რომ ის ვერ ახერხებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ითხოვდა ლიცენზიის გაუქმებას, თუმცა 2013 წლის 21 იანვრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/409–13) შპს „სპექტრმა“ მოითხოვა ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვება.

ყოველივე ზემოაღიშნულის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სპექტრის“ მიერ, ნინოწმინდაში მე–8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე–12 სატელევიზიო არხზე ხდება მხოლოდ სამაუწყებლო არხების „Иллюзион+“–ის და „РЕН ТВ“–ს ტრანზიტი და ისიც არამართლზომიერად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სპექტრის“ მიერ მაუწყებლობა არ ხორციელდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სპექტრი“ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 და 2006 წლის 03 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:         

1. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები

 

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სატელევიზიო

არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად. კმ.

1

6

ნინოწმინდის

ანძა

43E35; 41N16

35

8

0.02

5

2

6

ახალქალაქის ანძა

43E25; 41N21

60

12

0.02

5

3

6

ახალციხის

ანძა

42E57; 41N38

50

28

0.5

30

4

6

ბორჯომის

ანძა

43E22; 41N49

25

32

0.25

20

5

6

წალკის

ანძა

44E14; 41N38

45

29

0.25

20

6

6

ასპინძა

43E17; 41N33

30

23

0.25

15

7

6

აბასთუმნის

ანძა

42E52; 41N55

30

34

0.25

15

2. შპს „სპექტრი“ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;

მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე;

ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე  საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

ო) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;

პ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ჟ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

რ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 14 მარტის №137/23 გადაწყვეტილებით კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სპექტრის“  კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 14 აპრილს 18 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სპექტრი“ მოწვეულ იქნა 2014 წლის 14 მარტის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება შპს „სპექტრს“ ჩაბარდა 2014 წლის 12 მარტს (გზავნილის კოდი:040009185306; ჩაიბარა ლევან ნიქაბაძემ), მისი წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 14 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 14 მარტის №137/23 გადაწყვეტილება და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge); შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება წარმოედგინა მოსაზრება შპს „სპექტრის“ კუთვნილი  კერძო საერთო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე,  კომისიის 2014 წლის 14 მარტის №137/23  გადაწყვეტილება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს „სპექტრს“, (გზავნილის კოდი: 040009185913) რომელიც ჩაბარდა შპს „სპექტრის“ დირექტორს ლევან ნიქაბაძეს 2014 წლის 21 მარტს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შესახებ შპს „სპექტრს“  დამატებით ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2014 წლის 14 აპრილის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება შპს „სპექტრს“ ჩაბარდა 2014 წლის 14 აპრილს (გზავნილის კოდი: 040009191075; ჩაიბარა ლევან ნიქაბაძემ), მისი წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 14 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 აპრილს კომისიაში  გაიმართა ზეპირი მოსმენა შპს „სპექტრის“ კუთვნილი კერძო საერთო მაუწყებლობის  №B77 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

2014 წლის 14 აპრილის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის 2014 წლის 21 თებერვლის N10/296-14  სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის 2014 წლის 12 თებერვლის N10/232-14 სამსახურებრივი ბარათი;

3.  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის 2014 წლის 17 თებერვლის N10/262-14 სამსახურებრივი ბარათი;

4. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამეტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 12 სექტემბრის N10/1134-13 და  2013 წლის 25 დეკემბრის N10/1828-13 მოხსენებითი ბარათები;

5.    შპს “სპექტრი“-სთვის გაგზავნილი კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს N04/1763-13 წერილი;

6. შპს „სპექტრის“ დირექტორის ლევან ნიქაბიძის 2013 წლის 10 იანვრის N7/11-13 და 2013 წლის 21 იანვრის N 6/409-13 განცხადებები; 

7. შპს „სპექტრის“ სატელევიზიო სიხშირეებზე 2013 წლის 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული  მონიტორინგის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა - CD-ზე  დატანილი (1 დისკი);

8. შპს „სპექტრი“-სთვის „კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1  გადაწყვეტილება;   

9. „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის  N43/2   გადაწყვეტილება;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:  

1. კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 და 2006 წლის 03 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებებით შპს „სპექტრი“  ფლობს კერძო მაუწყებლობის საერთო საეთერო №B77 ლიცენზიას.        

2. შპს „სპექტრის“ კუთვნილი №B77 ლიცენზიით განსაზღვრული ნინოწმინდის მე-8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქის მე-12 სატელევიზიო არხზე ხორციელდება უცხოური არხების ტრანზიტი, ხოლო, სხვა გეოგრაფიულ ზონებში (ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, ასპინძა, წალკა) სატელევიზიო სიგნალი არ ფიქსირდება, რაც დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 12 სექტემბრის  N10/1134-13 და 2013 წლის 25 დეკემბრის N10/1828-13 მოხსენებითი ბარათებით, მასზე თანდართული დოკუმენტაციით, ფოტო და ვიდეო მასალით( CD დისკის სახით). 

3. 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ნინოწმინდაში მე–8 სატელევიზიო არხზე ხორციელდება სამაუწყებლო არხ „Иллюзион+“–ის, ხოლო ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე  სამაუწყებლო არხ „РЕН ТВ“–ს  ტრანზიტი, რაც დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 12 სექტემბრის  N10/1134-13  და 2013 წლის 25 დეკემბრის N10/1828-13 მოხსენებითი ბარათებით,  მასზე თანდართული დოკუმენტაციით, ფოტო და ვიდეო მასალით( CD დისკის სახით).

4. შპს „სპექტრს“ კომისიის ერთიან სტატისტიკურ ბაზაში არა აქვს წარმოდგენილი არცერთი თვის მონაცემი, რაც დასტურდება კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის 2014 წლის 12 თებერვლის N10/232-14 სამსახურებრივი ბარათით.

5. შპს „სპექტრს“ 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების  ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთან, კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზიიდან გამომდინარე (გრაფიკის მიხედვით: 2013 წლის 08 მაისამდე) გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,991.76 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 მაისამდე გადასახდელი თანხა შეადგენს 4,991.88 ლარს. შესაბამისად, კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკით გადასახდელი თანხის ჯამი შეადგენს 9,983.64 ლარს, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. აბულაძის 2014 წლის 17 თებერვლის N10/262-14 სამსახურებრივი ბარათით და კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 გადაწყვეტილებით.

6. 2013 წლის 21 აგვისტოს შპს „სპექტრს“ გაეგზავნა წერილი (N04/1763–13) და ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია  კომპანიის მიერ მაუწყებლობის განხორციელების შესახებ(მათ შორის უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე). შპს „სპექტრს“ კომისიის აღნიშნულ წერილზე რეაგირება არ განუხორციელებია. ამასთან, შპს „სპექტრის“ მიერ კომისიაში არ ხორციელდება ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადეების წარმოდგენა. შპს „სპექტრს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდგენია 2011 და 2012 წლების წლიური ანგარიშები, რაც დასტურდება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის 2014 წლის 21 თებერვლის N10/296-14 სამსახურებრივი ბარათით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტმა კომისიის 2014 წლის 14 აპრილს სხდომაზე, დაადასტურა, რომ შპს „სპექტრს“ 2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,991.76 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულება კომპანიას გააჩნდა 2013 წლის 8 მაისამდე და 2014 წლის 8 მაისამდე გადასახდელი აქვს 4,991.88 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის მიერ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 24 აპრილი.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიას არ გააჩნია უწყვეტ რეჟიმში 90 დღიანი რადიოსიხშირული მონიტორინგის შედეგები (ზემოაღნიშნულ გეოგრაფიულ ზონებში არ არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელებისათვის), კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული სიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგად,  ნათლად ჩანს, რომ შპს „სპექტრის“ მიერ არ ხორციელდება მაუწყებლობა მინიმუმ ერთი წლის 120 დღის მანძილზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „სპექტრის“ მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებამდე პერიოდში ხდებოდა, ერთი მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა ( კერძოდ, ერთის მხრივ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის  70-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი; 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი; 49-ე მუხლი, ხოლო მეორე მხრივ, № B77 ლიცენზიის სალიცენზიო პირობები, კერძოდ: 2005 წლის 8 აპრილის № 216/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა); გ) ;დ); ზ); კ); პ); რ) ქვეპუნქტები).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 14 აპრილის ზეპირი მოსმენის კომისიის სხდომაზე გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, უტყუარად დასტურდება შპს „სპექტრის“  მიერ  მაუწყებლობის შეწყვეტა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 8 აპრილის № 216/1 გადაწყვეტილება და „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის №43/2  გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის („შეიცვალოს შემდეგი სამაუწყებლო ლიცენზიების ნუმერაცია“) მე-5 სტრიქონი (შპს „სპექტრი“-ს №1470 ლიცენზია - № B77-ით) და უნდა გაუქმდეს შპს „სპექტრის“კერძო მაუწყებლობის №B77 ლიცენზია.

ამასთან, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 24 აპრილი, 2014 წლის 15 აპრილს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის N10/595-14 სამსახურებრივი ბარათით, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროს ი.აბულაძეს ეთხოვა შპს „სპექტრის“ სალიცენზიო დავალიანების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდება.

კომისიის  აპარატის საფინანსო დეპარტამენტის  2014 წლის 15 აპრილის N10/596-14 სამსახურებრივი ბარათიდან დასტურდება რომ, შპს „სპექტრს“ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N216/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკით უნდა დაეფარა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,991.76 ლარი 2013 წლის 08 მაისამდე და 4,991.88 ლარის 2014 წლის 08 მაისამდე, რაც ჯამში შეადგენს 9,983.64 ლარს, ხოლო,  შპს „სპექტრს“ ლიცენზიის გაუქმების მომენტისათვის, ლიცენზიის საწყისი ღირებულების (64,181.25 ლარი) ლიცენზიის გაცემიდან ლიცენზიის გაუქმებამდე პერიოდზე გადაანგარიშებიდან გამომდინარე (108 თვე), სალიცენზიო გადასახდელის სახით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩენილი აქვს დავალიანების სახით გადასახდელი - 3,565.65 ლარი. შპს „სპექტრს“ 2014 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 54,197.50 ლარი.

კომისიის 2014 წლის 24 აპრილის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შპს „სპექტრის“ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სპექტრის“ №B77 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადი შეადგენს 64,181.25 ლარს და აქედან კომპანიას საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში გადახდილი აქვს 54,197.50 ლარი კომისიას მიაჩნია, რომ  სალიცენზიო გადასახადის სახით შპს „სპექტრის“ მიერ დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილი 9,983.64 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული, შპს „სპექტრის“ ფინანსური დავალიანების შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა აღრიცხოს შპს „სპექტრი“  საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელ ფინანსური ვალდებულების მქონე სუბიექტად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 08 აპრილის  №216/1 გადაწყვეტილება  და კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის მე-5 სტრიქონი და  გაუქმდეს შპს „სპექტრის“ კერძო მაუწყებლობის № B77 ლიცენზია.

2. უზრუნველყოს შპს „სპექტრმა“ სალიცენზიო გადასახდელის 9.983.64  (ცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდასამი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის დაუყონებლივ გადახდა, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში -200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22

სახაზინო კოდი -300343062;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ)  ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სპექტრი“-სთვის  გაგზავნის  უზრუნველყოფა (მ. ნინუა);

დ)საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის შპს „სპექტრის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის  დაუყონებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სპექტრი“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კამისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                 აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                      სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები