წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 223 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2014

მიღების თარიღი აპრილი 29, 2014

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

                კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე.

კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №474/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ ნოემბრამდე.

კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მარტამდე.

კომისიის 2014 წლის 19 თებერვლის №90/19 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის პირველ მაისამდე.

კომისიის 2014 წლის 27 მარტის № 174/23  გადაწყვეტილებით ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ თანახმად 2014 წლის 22 იანვრის №30/23 გადაწყვეტილებისა, კომისიამ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს (წერილის №03/267-14 06.02.2014) და წარადგინა შესაბამისი წინადადება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ამ კანონის მე-11 მუხლის “პ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: ”მათ შორის ფიქსირებული და მობილური ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელებში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე,  ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენა.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტს ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია კომისიის მიერ გაგზავნილ “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების პირობების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 აგვისტომდე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “2. ზღვრული ტარიფები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 აგვისტომდე“;

2. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                           აკაკი  სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი    

კომისიის წევრი                                                                  ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                  ვახტანგ აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები