საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014
მიღების თარიღი აპრილი 30, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 30 აპრილის №27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 30 აპრილის №27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თანერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიისთავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიისწევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიისწევრი |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიისწევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიისწევრი |
ირაკლიმოსეშვილი |
საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისიის
№27 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 30 აპრილი, 16:00 საათი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე(მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე(მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე(მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
