წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 227 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2014

მიღების თარიღი მაისი 01, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014წლის 01 მაისის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014წლის 01 მაისის №28 სხდომის დღისწესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. ი. მოსეშვილი – კომისიის წევრი).

2. კომისიის 2014წლის 01 მაისის №28 სხდომის დღისწესრიგი დამტკიცდეს  წარმოდგენილი სახით (თანერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№28 სხდომის

ქ. თბილისი                                 2014 წლის  01 მაისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      ევროპის საბჭოს ოფისისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.      შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.      შპს “ELIT-TAXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.      სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვეფხო ხოსიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.      სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.      სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ოტტო კიბლერისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.      სს „Compatel”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.      შპს “ომეგას”კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.  შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის  №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

11.  საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. ი. მოსეშვილი – კომისიის წევრი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები