წვდომის მენიუ

შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 236 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2014

მიღების თარიღი მაისი 01, 2014

 

შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის  №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “სტერეო +”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №7/156-14, 15.04.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 20 საათის ნაცვლად 8 საათის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ამჟამად მიმდინარეობს კომპანიის ტექნიკური რეორგანიზაცია, რაც, როგორც კომპანია აღნიშნავს დაკავშირებულია, როგორც მიწისზედა, ასევე სატელიტური ტექნიკის ისეთ კონფიგურაციასთან, რაც ხელს შეუწყობს შპს “სტერეო +”-ს ციფრულ მაუწყებლობაზე შეუფერხებლად გადასვლის პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს “სტერეო +”-ს შეუძლია უზრუნველყოს მაუწყებლობის უწყვეტობა დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში.    

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიას 2023 წლის 27 დეკემბრამდე, კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 27 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;

ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 20 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/639-14, 24.04.14წ.) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 8 საათის განსაზღვრა  არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 5 ივნისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +”-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                 აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                                             ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები