საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2014
მიღების თარიღი მაისი 07, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურების განსაზღვრის მიზნით, 2014 წლის 30 აპრილს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება N3 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა კომისიის დებულების მე-5 მუხლში და განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურები. კომისიის აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასევე განისაზღვრა, რომ დადგენილების ამოქმედებიდან მე-3 სამუშაო დღეს კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 აპრილის N3 დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2014 წლის 2 მაისს (სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016033 გამოქვეყნების თარიღი 02.05.2014) და დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 30 აპრილის N3 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 19 მაისი, 18:00 საათი; მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული;
2. კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მიზნით განისაზღვროს ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ ხარებავა, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კახი ყურაშვილი, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი - ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი;
გ) თეა ტყეშელაშვილი, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ხმის დამთვლელი კომისიის წევრი;
3. უზრუნველოს ხმის დამთვლელმა კომისიამ:
ა) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბეჭდით დამოწმებულ სარეგისტრაციო ფურცელზე (დანართი N1);
ბ) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ, კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
გ) კენჭისყრების ჩატარება, ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
დ) არჩევნების ყველა ეტაპისა და შედეგების საჯაროობა;
ე) კენჭისყრის ოქმის შედგენა;
ვ) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 5 საარჩევნო ბიულეტენის დამზადება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-თ გათვალისწინებული ფორმით, II ტურის საჭიროების შემთხვევაში - განმეორებით 5 საარჩევნო ბიულეტენის დამზადება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-თ გათვალისწინებული ფორმით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენების დამზადება და სათანადო გამოყენება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N3-თ გათვალისწინებული ფორმითა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით; სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენი მზადდება იმდენი, რამდენიც საჭიროა ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოსავლენად;
4. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია წარმოებს ხმის დამთვლელ კომისიაში 2014 წლის 8 მაისის 10:00 საათიდან 2014 წლის 14 მაისის 19:00 საათამდე;
5. კომისიის თავმჯდომარედ რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს, მიუხედავად იმისა კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველი კომისიის წევრი განცხადებით მიმართავს ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ არეგისტრირებს კანდიდატს სარეგისტრაციო ფურცელში; იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს კომისიის სხვა წევრი/წევრები, საჭიროა დასახელებული კანდიდატის თანხმობის წერილის წარმოდგენაც;
6. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით;
7. თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო, არჩევნების მეორე ტური იმართება ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის 2014 წლის 20 მაისს, 16:00 საათზე; მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული; ამ შემთხვევაში გამოიყენება დანართი N2-თ განსაზღვრული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც შეიყვანება 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
8. თუ არჩევნებისას, ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონეა მხოლოდ ერთი კანდიდატი ან თუ საუკეთესო შედეგის მქონე ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა, იმავე დღეს ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს რეიტინგული კენჭისყრის ჩატარებას, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გამოვლენამდე;
9. II ტურში კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში არჩევნები ითვლება ჩაშლილად, ხოლო განმეორებითი არჩევნები იმართება არჩევნების ჩაშლიდან 15 დღის განმავლობაში;
10. ხმის დამთვლელი კომისია არჩევნების დასრულებისთანავე ადგენს კენჭისყრის ოქმს, რომელიც ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, არჩევის შემთხვევაში უფლებამოსილებებს ახორციელებს წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო თუ თავმჯდომარის არჩევა ხდება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – არჩევის მომენტიდან.
12. ხმის დამთვლელი კომისიის მიერ ხელმოწერილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს არჩევნების შედეგებს. გადაწყვეტილება მიიღება არჩევნების დასრულებისა და კენჭისყრის ოქმის კომისიისთვის წარდგენისთანავე; კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ აჩერებს ახლად არჩეული კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებას;
13. დამტკიცდეს:
ა) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების სარეგისტრაციო ფურცელი თანდართული სახით (დანართი N1);
ბ) საარჩევნო და რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების ტიპიური ფორმები (დანართი N2; დანართი N3);
გ) საარჩევნო ბიულეტენებისა და რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი თანდართული სახით (დანართი N4);
დ) კენჭისყრის ოქმი (დანართი N5);
14. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მიზნით კენჭისყრისთვის შესაბამისი ადგილის მოწყობისა და საარჩევნო ყუთის დამზადების ორგანიზება;
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
16. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
17. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
დანართი N1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა
სარეგისტრაციო ფურცელი
|
განცხადების სარეგისტრაციო N |
განმცხადებლის სახელი და გვარი |
განმცხადებლის პირადი ნომერი N |
განცხადების შემოსვლის თარიღი |
განცხადების შემოსვლის დრო |
შენიშვნა |
შენიშვნა: რეგისტრაციისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფურცელი ილუქება ბოლოს რეგისტრირებული კანდიდატის შემდგომ ველზე ლათინური „Z”-ის დასმით; ავსებს ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი;
ბ.ა
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე (ხელმოწერა)
_____________________________________________
ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი (ხელმოწერა)
_____________________________________________
დანართი N2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ლოგო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ასარჩევი
საარჩევნო ბიულეტენი
|
რიგითი ნომერი - ენიჭებათ კანდიდატის რეგისტრაციის თარიღისა და დროის მიხედვით, სარეგისტრაციო ფურცელზე დაფიქსირებული რიგითი ნომრის მიხედვით |
რეგისტრირებული კანდიდატის სახელი და გვარი |
ბ.ა
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე (ხელმოწერა)
_____________________________________________
ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი (ხელმოწერა)
_____________________________________________
(ხელმოწერები კეთდება საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას)
დანართი N3
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ლოგო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე პირ(ებ)ის გამოსავლენი რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენი
|
რიგითი ნომერი |
შეიყვანება დანართ N1-ში მოცემული რიგითობით კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოვლენილია საუკეთესო შედეგის მქონე 1 კანდიდატი - მის გარდა, დანარჩენი კანდიდატები - სახელი და გვარი |
პრეფერენციული ქულა იწერება უპირატესობის მიხედვით. მაგ: მას, ვინც გსურთ კომისიის თავმჯდომარედ იქნას არჩეული პირველ რიგში - უწერთ 1-ს, მეორე რიგში - 2-ს და ა.შ. |
ბ.ა
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე (ხელმოწერა)
_____________________________________________
ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი (ხელმოწერა)
_____________________________________________
(ხელმოწერები კეთდება საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას)
დანართი N4
საარჩევნო/სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი
|
სარეგ. N |
ჩანაწერის გაკეთების თარიღი და დრო |
გასაცემი ბიულეტენის ტიპი |
ტური |
ბიულეტენის მიმღები კომისიის წევრის სახელი და გვარი |
ბიულეტენის მიმღები პირის ხელმოწერა |
შენიშვნა |
|
მიეთითება თარიღი და დრო |
მიეთითება ბიულეტენი საარჩევნოა თუ რეიტინგული კენჭისყრის |
მიეთითება ბიულეტენი I ტურისთვის გაიცა, სარეიტინგო კენჭისყრისთვის, თუ II ტურისთვის |
ბ.ა
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე (ხელმოწერა)
_____________________________________________
ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი (ხელმოწერა)
_____________________________________________
დანართი N5
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს კომუნიკაიცების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის ოქმი
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლისა და კომისიის 2014 წლის 7 მაისის N ____ გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი დაიწყო 2014 წლის __________________, ______ საათზე;
(რიცხვი, თვე)
კომისიის თავმჯდომარის რეგისტრირებულ კანდიდატთა ოდენობაა ______;
I ტური:
საარჩევნო ყუთი საჯაროდ დაილუქა ___________________ , ფიზიკურად გაიცა ______ საარჩევნო ბიულეტენი; (თარიღი, დრო)
I ტურის კენჭისყრა დასრულდა _____________________;
(თარიღი დრო)
საარჩევნო ყუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა _______________ ბიულეტენი;
(როდენობა)
მიეთითება თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების ოდენობა, გაფუჭებული ბიულეტენების ოდენობა;
I ტურის შედეგად ფიქსირდება:
ა) კომისიის თავმჯდომარის არჩევა ან
ბ) კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევა;
„ბ“ შემთხვევაში მიეთითება, გამოვლინდა თუ არა საუკეთესო შედეგი მქონე კანდიდატი/კანდიდატები;
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 1 ან 2 კანდიდატი, კენჭისყრის ოქმში აღინიშნება ამ ფაქტობრივი გარემოების თაობაზე და კონკრეტდება რა ოდენობის სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენი დაამზადა ხმის დათვლელმა კომისიამ და ვინ შეიყვანა მასში;
სარეიტინგო კენჭისყრის ეტაპი:
სარეიტინგო კენჭისყრა დაიწყო ___________________; (თარიღი, დრო)
საარჩევნო ყუთი დაილუქა ___________________;
(თარიღი, დრო)
სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა ______ -ჯერ (მიეთითება რამდენჯერ გახდა საჭირო კენჭისყრის ჩატარება);
ფიზიკურად გაიცა _______________________ სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენი (მიეთითება ცალ-ცალკე სარეიტინგო კენჭისყრების ოდენობის მიხედვით და ჯამურად);
სარეიტინგო კენჭისყრა დასრულდა ______________________;
(თარიღი, დრო)
საარჩევნო ყუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა _______________ ბიულეტენი.
(როდენობა)
მიეთითება თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული პრეფერენციული ქულები ცალ-ცალკე და ჯამურად, ასევე გაფუჭებული ბიულეტენების ოდენობა.
შენიშვნა: აღნიშნული მონაცემები ივსება იმდეჯერ, რამდენჯერაც გახდება საჭირო სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება.
სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად ფიქსირდება:
სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და მათ მიერ მოპოვებული ჯამური პრეფერენციული ქულები;
II ტური:
საარჩევნო ყუთი საჯაროდ დაილუქა ___________________ , ფიზიკურად გაიცა __________ საარჩევნო ბიულეტენი; (თარიღი, დრო) (რაოდენობა)
II ტურის კენჭისყრა დასრულდა _____________________;
(თარიღი, დრო)
საარჩევნო ყუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა _______________ ბიულეტენი;
(როდენობა)
მიეთითება თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების ოდენობა, გაფუჭებული ბიულეტენების ოდენობა;
II ტურის შედეგად ფიქსირდება:
ა) კომისიის თავმჯდომარედ არჩევა;
ბ) კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევა და არჩევნების ჩაშლილად გამოცხადება;
კენჭისყრის ოქმს ხელს აწერს ხმის დამთვლელი კომისია სრულად.
