წვდომის მენიუ

შპს „ტვ XXI+“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 251 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2014

მიღების თარიღი მაისი 08, 2014

 

შპს „ტვ  XXI+“-თვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქმიანობის  ავტორიზებისა  და  სალიცენზიო  ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ  პირთა  მიერ ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას,  ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2014 წლის 15 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი. მახარაძე) 2014 წლის 14 აპრილის  №10/588-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2014 წლის 15 მარტის №19 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა;  სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; შპს „ტვ XXI+“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები),  საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 15 მარტს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ XXI+“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №19.

შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N137.  შპს „ტვ XXI+“-ს  აბონენტთან თამაზ თურმანიძესთან მცხოვრები ქ. ბათუმი, პუშკინის ქ.N 137.  პ/ნ 61001051047.         შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს  „ტვ XXI+“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტელეარხი 25“,  „ОРТ“, „იმედი“, „აჭარა“,  “СТС”, „აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“,  “Домашний”, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “футбол 2,” “Пятница”, “Fashion tv”, “TV 3”, “GDS”, “GMG სპორტი”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Боец ТВ”,  “ობიექტივი”, “TV 11”, “Explorer”, “Russian music Box”, “Перец”, “Animal planet”, “Сарафан“, “Култура”, “МИР”, “Дом Кино”, “STV”, “Интер+”, “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”,  „Индия ТВ“, “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “Киноплюс”, “RTVi”, „Много ТВ“, “History”, “GMG ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „რუსთავი 2“, “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “РЕН ТВ”, “Россия 1”, “Охота и рыбалка”, “Новое кино”, “Премьера”, “Моя планета”, „Eurosport 2“, “Show”, „National Geographic”, “Кинохит“, “C1”, “TV 3”(რუსეთი). 2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, შპს „ტვ XXI+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, “СТС”, “Домашний”, “футбол 2,” “Пятница”,  „GDS”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Explorer”, “Перец”, “Animal planet”, “STV”, “THT”,  “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “History”, “Иллюзион”, “Рланета РТР”,  “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “Россия 1”, “Новое кино”, “Премьера”, „Eurosport 2“,  “Show”, “Интер+”, “Сарафан“, “Моя планета”,   „National Geographic”, “Кинохит“.  შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს,  შპს „ტვ XXI+“-ის  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე მიაჩნია, რომ  შპს  „ტვ XXI+“-ს  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

        კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 მარტს კომისიამ N04/585-14 წერილით მიმართა შპს  „ტვ XXI+“-ს და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. შპს „ტვ XXI+“-ს დამატებით კომისაში სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღარ წარმოუდგენია.  

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 22 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ XXI+“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის  8 მაისს, 16 საათზე. აღნიშნულის შესახებ შპს „ტვ XXI+“-ს  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა 2014 წლის 25 აპრილს (გზავნილის კოდი:040010415049) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 8 მაისის სხდომაზე  შპს „ტვ XXI+“-ის  უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, თუმცა კომპანიას 2014 წლის 25 აპრილს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება 2014 წლის 8 მაისის კომისიის სხდომის თაობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის  მეორე ნაწილის მოთხოვნა, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტვ XXI+“-ს    წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვ XXI+“-ის შესახებ მონაცემები;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 14 აპრილის №10/588-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული ხელშეკრულებებით სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების თაობაზე;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014  წლის  15 მატის შემოწმების აქტი №19;

4. 2014 წლის 15 მარტს  ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (CD);

5. შპს „ტვ XXI+“-თვის 2014 წლის 23 აპრილს გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040010415049) და ამ შეტყობინების შპს „ტვ XXI+“-თვის 25 აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;

7. კომისიის 2014  წლის 20  მარტის  №04/585-14  წერილი და ამ წერილის შპს „ტვ XXI+“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040009186021);

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ტვ XXI+“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 02.12.13, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება);

2. 2014 წლის 15 მარტს, 10:45 საათზე, შპს „ტვ XXI+“-ის  აბონენტ თ. თურმანიძესთან (მის: ქ.ბათუმი, პუშკინის ქუჩა №137) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია; წამყვანი სპეციალისტი ი.ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს „ტვ XXI+“-ის  მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №19.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ტვ XXI+“-ის  აბონენტი თ. თურმანიძე;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „ტვ XXI+“-ი  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტელეარხი 25“,  „ОРТ“, „იმედი“, „აჭარა“,  “СТС”, „აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“,  “Домашний”, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “футбол 2,” “Пятница”, “Fashion tv”, “TV 3”, “GDS”, “GMG სპორტი”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Боец ТВ”,  “ობიექტივი”, “TV 11”, “Explorer”, “Russian music Box”, “Перец”, “Animal planet”, “Сарафан“, “Култура”, “МИР”, “Дом Кино”, “STV”, “Интер+”, “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”,  „Индия ТВ“, “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “Киноплюс”, “RTVi”, „Много ТВ“, “History”, “GMG ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „რუსთავი 2“, “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “РЕН ТВ”, “Россия 1”, “Охота и рыбалка”, “Новое кино”, “Премьера”, “Моя планета”, „Eurosport 2“, “Show”, „National Geographic”, “Кинохит“, “C1”, “TV 3”(რუსეთი).   

4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2014 წლის 15 მარტის №19  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);

5.   2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით  შპს „ტვ XXI+“-ს,  კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: „იმედი“, “СТС”, “Домашний”, “футбол 2,” “Пятница”,  „GDS”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Explorer”, “Перец”, “Animal planet”, “STV”, “THT”,  “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “History”, “Иллюзион”, “Рланета РТР”,  “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “Россия 1”, “Новое кино”, “Премьера”, „Eurosport 2“,  “Show”, “Интер+”, “Сарафан“, “Моя планета”, „National Geographic”, “Кинохит“ რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);

6. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „ტვ XXI+“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2014 წლის  20 მარტის  №04/585-14 წერილით (შპს „ტვ XXI+“-ს ჩაბარდა 23.03.14.);       

7. შპს „ტვ XXI+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.    „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),  ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.  

,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების,  დამამზადებლების  და  მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის 1961  წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.   ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

8. ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს „ტვ XXI+“-ის   მიერ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე  რეტრანსლირების უფლებამოსილების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს „ტვ XXI+“-ის  მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს „ტვ XXI+“-ისთვის მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „იმედი“, “СТС”, “Домашний”, “футбол 2,” “Пятница”,  „GDS”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Explorer”, “Перец”, “Animal planet”, “STV”, “THT”,  “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “History”, “Иллюзион”, “Рланета РТР”,  “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “Россия 1”, “Новое кино”, “Премьера”, „Eurosport 2“,  “Show”, “Интер+”, “Сарафан“, “Моя планета”, „National Geographic”, “Кинохит“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „ტვ XXI+“-ის  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს  „ტვ XXI+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „იმედი“, “СТС”, “Домашний”, “футбол 2,” “Пятница”,  „GDS”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Explorer”, “Перец”, “Animal planet”, “STV”, “THT”,  “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “History”, “Иллюзион”, “Рланета РТР”,  “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “Россия 1”, “Новое кино”, “Премьера”, „Eurosport 2“,  “Show”, “Интер+”, “Сарафан“, “Моя планета”, „National Geographic”, “Кинохит“ არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება  შპს „ტვ XXI+“-ს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;

2.  შპს „ტვ XXI+“-მა  უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „იმედი“, “СТС”, “Домашний”, “футбол 2,” “Пятница”,  „GDS”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Explorer”, “Перец”, “Animal planet”, “STV”, “THT”,  “Discovery”,  “24 Техно”, “футбол,” “History”, “Иллюзион”, “Рланета РТР”,  “Euronews”, “HTB”, “Феникс кино”, “Россия 1”, “Новое кино”, “Премьера”, „Eurosport 2“,  “Show”, “Интер+”, “Сарафан“, “Моя планета”, „National Geographic”, “Кинохит“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ XXI+“- სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

7.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ XXI+“- სთვის  ჩაბარების დღიდან;

8.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

     კომისიის თავმჯდომარის

     მოვალეობის შემსრულებელი                                                             აკაკი სიხარულიძე                      

     კომისიის წევრი                                                                                     კახი ბექაური

     კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

     კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

    კომისიის წევრი                                                                                     ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები