წვდომის მენიუ

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 252 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2014

მიღების თარიღი მაისი 08, 2014

 

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქმიანობის  ავტორიზებისა  და  სალიცენზიო  ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ  პირთა  მიერ ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას,  ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2014 წლის 14 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (ი. მახარაძე) 2014 წლის 10 აპრილის  №10/575-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2014 წლის 14 მარტის №18 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა;  სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; შპს  ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები),  საიდანაც ირკვევა,  რომ 2014 წლის 14 მარტს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის გზით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №18.

შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, მისამართზე გ. ჯავახიშვილის ქ. N72/80, რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი მზია ლომაია (პირადი N19001000160). მზია ლომაიამ წარმოადგინა აბონენტის გადახდის ქვითარები 13/05/2013 წ. და 09/06/2013წ.  და  განმარტა, რომ დღემდე მომსახურებას ღებულობს  შპს „BATUMI MEDIA GROUP”–ისგან და თანხმობა განაცხადა მის ბინაში შემოწმების ჩატარებაზე.                                               

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ი  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, “კომედი არხი”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  ”МИР ТВ”, “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “Music box” (თბილისი),“GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“, “Euronews”,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic”,“ტელეარხი 25“.   2014 წლის 10 აპრილის  მდგომარეობით  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”,“Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic”. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „BATUMI MEDIA GROUP”–ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 მარტს კომისიამ N04/584-14  წერილობით მიმართა შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ს და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა  და  შპს  „BATUMI MEDIA GROUP”-ის   ვებ-გვერდის მისამართის დაზუსტება.  შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ს აღნიშნულ წერილზე არანაირი რეაგირება არ განუხორციელებია.       

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 22 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის  8 მაისს, 16 საათზე. აღნიშნულის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, რომელიც შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ჩაბარდა 2014 წლის 25 აპრილს (გზავილის კოდი:040010415076) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 8 მაისის სხდომაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, თუმცა კომპანიას 2014 წლის 25 აპრილს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება 2014 წლის 8 მაისის კომისიის სხდომის თაობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის  მეორე ნაწილის მოთხოვნა, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის    წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შესახებ მონაცემები;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №10/575-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული ხელშეკრულებებით სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების თაობაზე;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014  წლის  14 მატის შემოწმების აქტი №18;

4. 2014 წლის 14 მარტს  ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (CD);

5. სააბონენტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;

6. კომისიის 2014  წლის 20  მარტის  №04/584-14  წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040009186011);

7. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის  გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040010415076) და ამ შეტყობინების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (27.05.2011);

9.  კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (N818; 28.02.2012);

10.   კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 22 აპრილის  სამსახურებრივი ბარათი N10/624-14;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,BATUMI MEDIA GROUP” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2. 2014 წლის 14 მარტს, 13:30 საათზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტ მ. ლომაიასთან (მის: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №72/80) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია; წამყვანი სპეციალისტი ი.ბაღაშვილი.) მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №18.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტი მ. ლომაია;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,„რუსთავი 2“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, “კომედი არხი”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”, “Cartoon network”, “Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  ”МИР ТВ”, “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “Music box” (თბილისი),“GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“, “Euronews”,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic”,“ტელეარხი 25“.  

4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2014 წლის 14 მარტის №18  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);

5.   2014 წლის 10 აპრილის მდგომარეობით  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”,“Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic”.  რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);

6.    კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082-11 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 27.05.11.) შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩასმული და საკაბელო ქსელებით გავრცელებული  ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

7.   2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 28.02.12.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;

8. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2014 წლის  20 მარტის  №04/584-14 წერილით (შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 22.03.14.);      

9. 2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში;

10.   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ  გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ:

 2012 წლის 2 ნოემბრის №697/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას დაეკისრა ჯარიმა 3267.12 (სამი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და თორმეტი თეთრი) ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“,  „ბ”, „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;                                                                                                                          

კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მას დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;                                                                                                  კომისიის 2013 წლის 12 ივლისის 448/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;                           

2014 წლის 6 თებერვლის N75/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.    „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),  ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები.

,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების,  დამამზადებლების  და  მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის 1961  წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.   ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

8. ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებამოსილების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”,“Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ დაირღვა ასევე, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტი, ვინაიდან, 2014 წლის 10  აპრილის მდგომარეობით, მას არ შეუქმნია ვებ-გვერდი ინტერნეტში.

ვინაიდან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს 2014 წლის 6 თებვერვლის N75/18 გადაწყვეტილებით  დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო და  დაჯარიმების შემდეგ (2014 წლის 6 თებერვალი)  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ  დენადი ხასიათის  დარღვევა გრძელდება (2014 წლის 14 მარტს  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა), მას უნდა დაეკისროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 22 აპრილის  №10/624-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის  ჯამური შემოსავლის 3% შეადგენს 8,928.68 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, ჯარიმის სახით,  უნდა დაეკისროს ჯარიმა 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”,“Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic” არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის,  43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისროს ჯარიმა 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;

2.    უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

 ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

 ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

3.    უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ORT”, „იმედი“, “აჭარა”, “CTC”, „აფხაზეთის ხმა“, “ენკი-ბენკი”, „მაესტრო“, “Домашный“, “ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Футбол 2“, “Fashion Tv”,  “TV 3”, “GDS”, “TV 8”, “GMG -სპორტი”, “Setanta sport”,“Боец ТВ”, “ობიექტივი“, “TV 11”, “Explorer”, “Мюзик Бокс”, „Перец“, “Animal planet”, ”Сарафан”, “Россия К”,  “Дом Кино”, “STV”,  “Inter +”,  “THT”, “Шансон ТВ”, “კავკასია”, “Карусель”, „Индия ТВ“, “Discovery”, “24 Техно“, „Футбол “, “Киноплюс”, „RTVi“, “Много Тв”, “History”,  “GMG -ჰოლივუდი”, “Иллюзион”, „Моя Планета“,  “НТВ“,  “Феникс кино”,  “Кухня ТВ”,  “РЕН ТВ”, “Россия 1”,  “Охота и Рыбалка”, “Новое Кино”,  “TV1000”, “TV XXI”, “Премьера”, “Eurosport 2”, “Show TV”, “Детский мир”, “National geographic” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”- სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

10.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის  ჩაბარების დღიდან;

11.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

     კომისიის თავმჯდომარის

     მოვალეობის შემსრულებელი                                                              აკაკი სიხარულიძე                   

      კომისიის წევრი                                                                                  კახი ბექაური

     კომისიის წევრი                                                                                   ირაკლი მოსეშვილი

     კომისიის წევრი                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები